პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თორსა-დღვაბის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.