30 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 311,6 ათასი ლარით და შეადგინა 16649,9 ათასი ლარი. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ამორტიზირებული შენობის პრივატიზება. სხომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა („ნისან ნავარა“ SZS 004) თხოვების ფორმით გადაეცემა შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებას“, ორი წლის ვადით. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს შემდგომში სსიპ იუსტიციის სახლისთვის გადასაცემად. ასევე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს გადაეცეს შემდგომში დევნილთა განსახლების მიზნით. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.