28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.