12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - თემაზე „ცოტნე დადიანის ეპოქა“. დამსწრე საზოგადოების წინაშე რევაზ პაპუაშვილი, იგორ კეკელია და გოგიტა ჩიტაია წარსდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი ხახუბია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.