• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აგვისტო 27, 2020

საკრებულოს სხდომა

27 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის: დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს განესაზღვრათ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სახელით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმები.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებას.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 1976 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის გადასაცემად, სადაც ამ ეტაპზე განთავსებულია ხობის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა-ნაგებობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
აგვისტო 26, 2020

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 27 აგვისტოს 11:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხოდმის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
4.„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
5.„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
6.„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №35 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
7.„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი).
აგვისტო 26, 2020

ბიუროს სხდომა

ადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 18 აგვისტოს N03/2283 წერილის განხილვა:

• „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;

• „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №35 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;

• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ; (მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 18 აგვისტოს N03/2294 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 24 აგვისტოს N05/2372 წერილის განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;

• „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე; (მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 25 აგვისტოს N03/2402 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე). (მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

აგვისტო 25, 2020

გლოვის დღე

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აგვისტო 25, 2020

შუა ხორგაში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად დათუაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორცილდება
და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 39469.23 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ი/მ "კობა თათარიშვლი" ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნო.

აგვისტო 19, 2020

გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს

აგვისტო 18, 2020

ოპერატიული თათბირი საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ოპერატიული თათბირი გამართეს.
თათბირზე განხილულ იქნა, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ხელშეწყობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაეხმარება.
თუ ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე (https://daxmareba.moh.gov.ge/) რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-3 სართული, ოთახი №304), მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-2 სართული, ოთახი №211), ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელს.
რეგისტრაციისთვის ხელშეწყობისა და დახმარებისთვის მოქალაქეს შეუძლია ასევე მიმართოს
• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
• „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდგი ინფორმაცია:
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი)
• ბავშვის პირადი ნომერი;
• ბავშვის გვარი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გათვალისწინებულ იქნა 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

აგვისტო 12, 2020

ხობში ცოტნეობა აღნიშნეს

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - თემაზე „ცოტნე დადიანის ეპოქა“. დამსწრე საზოგადოების წინაშე რევაზ პაპუაშვილი, იგორ კეკელია და გოგიტა ჩიტაია წარსდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი ხახუბია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

აგვისტო 12, 2020

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ცოტნეობას

აგვისტო 10, 2020

საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.

აგვისტო 8, 2020

გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი

დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთორმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქალაქ ხობისა და პირველი მაისის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ქალაქ ხობის გუნდა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

აგვისტო 8, 2020

8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. საშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს.
მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხსოვნის მემორიალთან ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა. შესრულდება პატრიოტული სიმღერები.

აგვისტო 4, 2020

შუა ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები სამუშაოებთან დაკავშირებით.

ივლისი 31, 2020

ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა

ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს პროექტს „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“. პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, 23 ივლისიდან აქტიურად მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელით ითვალისწინებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშომლებთან. ამ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის სისტემებსა და კანცელარიის მოდულებში, თითოეულ მოდულში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი. ტრენინგებს უძღვება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი თეა სუთიაშვილი. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

ივლისი 30, 2020

საკრებულოს სხდომა

30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემცირდა შემოსავლები 1007,3 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომლის საფუძველზეც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ასევე გაუქმნდა სამსახურის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება და შეიქმნა ახალი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, არსებული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება, მდებარე ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული შენობის დაუტვირთავი ნაწილი, გაიცემა სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით), აუქციონის წესით. ხოლო საკრებულოს მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ქალაქ ხობში სკვერის ტერიტორიის, იჯარის წესით გასხვისება და რაზედაც უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის მერიას.
განკარგულების პროექტის საფუძველზე „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აუქციონის წესით განხორციელდება პრივატიზება, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სახურავის დემონტაჟის შედეგადაც მიღებული 50 ცალი ვარგისი თუნუქის მეორადი შიფერის.
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ობიექტებისთვის გათვალისწინებულ ნუსხაში დამატებულ იქნა თანადაფინანსების თანხები.
საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალურ პროგრამში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სარეზერვო ფონდიდან პროგრამა გადიდდა 61017 ლარით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიზნით.
სხდომის დასასრულს მოქალაქე ლევან ჯობავამ ისაუბრა ქალაქ ხობში არსებულ პრობლემებზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქის ტერიტორიაზე ნაგვის ურნების სიმცირეს, ზებრა გადასასვლელების არ არსებობას და ქალაქის ცენტრში ახლად აშენებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აუცილებლობას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By