• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

August 26, 2020

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 27 აგვისტოს 11:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხოდმის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
4.„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);
5.„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის №35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
6.„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №35 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
7.„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი).
August 25, 2020

გლოვის დღე (EN)

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

August 25, 2020

შუა ხორგაში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად დათუაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორცილდება
და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 39469.23 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ი/მ "კობა თათარიშვლი" ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნო.

August 19, 2020

გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს (EN)

August 18, 2020

ოპერატიული თათბირი საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ოპერატიული თათბირი გამართეს.
თათბირზე განხილულ იქნა, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ხელშეწყობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაეხმარება.
თუ ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე (https://daxmareba.moh.gov.ge/) რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-3 სართული, ოთახი №304), მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-2 სართული, ოთახი №211), ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელს.
რეგისტრაციისთვის ხელშეწყობისა და დახმარებისთვის მოქალაქეს შეუძლია ასევე მიმართოს
• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
• „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდგი ინფორმაცია:
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი)
• ბავშვის პირადი ნომერი;
• ბავშვის გვარი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გათვალისწინებულ იქნა 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

August 12, 2020

ხობში ცოტნეობა აღნიშნეს (EN)

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - თემაზე „ცოტნე დადიანის ეპოქა“. დამსწრე საზოგადოების წინაშე რევაზ პაპუაშვილი, იგორ კეკელია და გოგიტა ჩიტაია წარსდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი ხახუბია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

August 12, 2020

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ცოტნეობას (EN)

August 10, 2020

საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.

August 8, 2020

გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი (EN)

ითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთორმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქალაქ ხობისა და პირველი მაისის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ქალაქ ხობის გუნდა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

August 8, 2020

8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს (EN)

8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. საშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს.
მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხსოვნის მემორიალთან ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა. შესრულდება პატრიოტული სიმღერები.

August 4, 2020

შუა ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები სამუშაოებთან დაკავშირებით.

July 31, 2020

ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა (EN)

ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს პროექტს „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“. პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, 23 ივლისიდან აქტიურად მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელით ითვალისწინებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშომლებთან. ამ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის სისტემებსა და კანცელარიის მოდულებში, თითოეულ მოდულში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი. ტრენინგებს უძღვება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი თეა სუთიაშვილი. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

July 30, 2020

საკრებულოს სხდომა (EN)

30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემცირდა შემოსავლები 1007,3 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომლის საფუძველზეც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ასევე გაუქმნდა სამსახურის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება და შეიქმნა ახალი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, არსებული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება, მდებარე ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული შენობის დაუტვირთავი ნაწილი, გაიცემა სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით), აუქციონის წესით. ხოლო საკრებულოს მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ქალაქ ხობში სკვერის ტერიტორიის, იჯარის წესით გასხვისება და რაზედაც უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის მერიას.
განკარგულების პროექტის საფუძველზე „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აუქციონის წესით განხორციელდება პრივატიზება, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სახურავის დემონტაჟის შედეგადაც მიღებული 50 ცალი ვარგისი თუნუქის მეორადი შიფერის.
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ობიექტებისთვის გათვალისწინებულ ნუსხაში დამატებულ იქნა თანადაფინანსების თანხები.
საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალურ პროგრამში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სარეზერვო ფონდიდან პროგრამა გადიდდა 61017 ლარით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიზნით.
სხდომის დასასრულს მოქალაქე ლევან ჯობავამ ისაუბრა ქალაქ ხობში არსებულ პრობლემებზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქის ტერიტორიაზე ნაგვის ურნების სიმცირეს, ზებრა გადასასვლელების არ არსებობას და ქალაქის ცენტრში ახლად აშენებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აუცილებლობას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

July 29, 2020

ბიუროს სხდომა (EN)

29 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 14 ივლისის N09/1808 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2.ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 22 ივლისის N04/1913 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3.ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 24 ივლისის N06/1948 წერილის განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წლის დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის N59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
4.ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2020 წლის 27 ივლისის N05/1962 წერილის განხილვა:
• ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
•„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
5.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ტ. ალექსანდრიას 2020 წლის 27 ივლისის N32/01 განცხადების განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
6.ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 28 ივლისის N03/1990 წერილის განხილვა:
•„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
•„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ.
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

July 29, 2020

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხოდმის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
4.„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი).
5.„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი).

6.„საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7.„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წლის დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის N59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
8.„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი).

  • <<
  • <
  • ...
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By