• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

July 28, 2021

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2021 წლის 29 ივლისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

სხდომის დღის წესრიგი:

 1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;

 (მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

 2. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

 3. „ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის  შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

July 14, 2021

,,იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლონეთის სოლიდარობის ფონდის“ ორგანიზებით, ჩართულობის მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოსა და მერიის სამსახურის უფროსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ფასილიტატორი ნანა გოგოხია უძღვებოდა.
პროექტის ,,იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ მიზანია წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა ჩართულობის მექანიზმის შესახებ, ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. ასევე სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა წალენჯიხასა და ხობში.
პროექტის მხარდამჭერია პოლონური ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში”.

July 7, 2021

ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე (EN)

4-7 ივლისს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“- ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე „კატასტროფების რისკების მართვა“, პროექტის მიმართულების ხელმძღვანელია (UNDP) თორნიკე ფულარიანი. ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ექსპერტები კახა ბახტაძე და ირაკლი ქობულია.
პროექტი, ხორციელდება 10 ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტში, რომელთა შორის არის ხობის მუნიციპალიტეტი.
ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, პროექტის რეგიონული კოორდინატორი ლევან ბუსქანძე და მერიის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
June 29, 2021

საკრებულოს სხდომა (EN)

29 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების წინადადების, პრიორიტეტებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით განხორციელდა სხვადასხვა სახის ცვლილებები.
სხდომაზე მომდევნო საკითად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მუშაობის პროცესში გამოვლინდა ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ ფსიქოლოგის კონსულტაციასა და დახმარებას. დღის წესრიგში დამდგარი არამუდმივი ამოცანის გადაჭრის მიზნით აუცილებელი გახდა ხელშეკრულების საფუძველზე ფსიქოლოგის აყვანა. შრომითი ხელშეკრულებით ფსიქოლოგის აყვანის თაობაზე, კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად საკრებულოსგან მერიას მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით ფსიქოლოგის აყვანის თაობაზე. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით განთავსდება შემდეგი საგზაო ნიშნები:
ა) რუსთაველისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე - საგზაო ნიშანი 1.7.2.-1.7.3. ,,მეორე ხარისხოვან გზასთან გადაკვეთა’’ 2 ცალი (რუსთაველის ქუჩაზე) და საგზაო ნიშანი 2.3 ,,დაუთმე გზა’’ წერეთლის ქუჩის მხარეს;
ბ) რუსთაველისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე -საგზაო ნიშანი 4.3. ,,წრიული მოძრაობა’’ ( სამივე კვეთასთან) და საგზაო ნიშანი 2.3.,,დაუთმე გზა’’ (ფოთის ქუჩის მხარეს);
გ) დავით აღმაშენებლის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევის კვეთაზე-საგზაო ნიშანი 2.3. ,,დაუთმე გზა’’ დავით აღმაშენებელის პირველი შესახვევის მხარეს;
დ) დავით აღმაშენებლის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის მე-2 შესახვევის კვეთაზე-საგზაო ნიშანი 2.3. ,,დაუთმე გზა’’ დავით აღმაშენებელის მე-2 შესახვევის მხარეს;
ე) ზ. გამსახურდიასა და 9 აპრილის ქუჩების კვეთაზე, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მოეწყოს ქვეითად მოსიარულეთა ზებრა გადასასვლელი, აღიჭურვოს სათანადო საგზაო ნიშნით;
ვ) 9 აპრილისა და ც. დადიანის ქუჩების კვეთაზე, 9 აპრილის ქუჩაზე მოეწყოს ქვეითად მოსიარულეთა ზებრა გადასასვლელი, აღიჭურვოს სათანადო საგზაო ნიშნით;
ზ) მ. კოსტავას ქუჩაზე ლიბერტი ბანკის მიმდებარედ მოეწყოს ქვეითად მოსიარულეთა ზებრა გადასასვლელი, აღიჭურვოს სათანადო საგზაო ნიშნით;
თ) შარტავას ქუჩის დასაწყისში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის მოწყობა. ქუჩის მარჯვენა მხარეს; პარკირების საგზაო ნიშანი 7.4. ,,დგომის ადგილი’’. დამატებითი ინფორმაციის დაფით 8.6.1. სავალ ნაწილზე დატანილ იქნეს 30 მეტრის მანძილზე პარალელური პარკირების ჰორიზონტალური მონიშვნა;
ი) ზ. გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს საგზაო ნიშანი 7,4, ,, დგომის ადგილი’’ , დამატებით ინფორმაციის დაფით 8.6.1 სავალ ნაწილზე დატანილ იქნეს 50 მეტრის მანძილზე პარალელური პარკირების ჰორიზონტალური მონიშვნა;
კ) საჯიჯაო-ახალი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე ორივე მხარეს, საჯიჯაოსა და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდეს საგზაო ნიშანი 3.12. ღერძზე დატვირთვის მასის შეზღუდვა. სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ გადახურვას) სახურავის და გადასახურად საჭირო სხვა მასალის ასევე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის გასამაგრებლად, ცემენტის და ბლოკის შეძენის მუხლში გამოყოფილი თანხა მომართვიანობიდან გამომდინარე არასაკმარისი აღმოჩნდა და დამატებულ იქნა 68000 ლარი. ეკონომიების ხარჯზე განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბიუჯეტის 3000 ლარით გაზრდა. საბოლოო ჯამში პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 587330 ლარი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
June 29, 2021

ბიუროს სხდომა (EN)


29 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 25 ივნისის N50-502117636 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 28 ივნისის N50-502117977 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 28 ივნისის N50-502117980 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 29 ივნისის N50-502118023 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

June 28, 2021

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2021 წლის 29 ივნისს 15:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზაზა ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
4.„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ცინარა ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში).
June 25, 2021

ელექტრონული პეტიცია საკრებულოში (EN)

2021 წლის 23 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ის ელექტრონული პეტიცია:
ხობის მუნიციპალიტეტის პირველ მაისის ადმინისატრაციულ ერთეულში (საკვივკინიოს უბანში) შიდა გზის მოწყობის შესახებ
June 24, 2021

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან (EN)

24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ ონლაინ შეხვედრა გამართა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო გენდერული პოლიტიკის შეფასება, შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, განხილულ იქნება არსებული გამოწვევბი და პრობლემური საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა.

June 23, 2021

კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (EN)

</article>
            </div>
            <!-- news end -->

				
            <div class=
June 20, 2021

კონცერტი სკოლების კურსდამთავრებულთათვის (EN)

ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერზე ახალგაზრდებისთვის ბენდი ,, UNDER 7” და დიჯეი ალექსი უკრავდნენ.
ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს.
June 18, 2021

გუბერნატრორმა ხობში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან ნუკრი ხასიათან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, სოფელ პირველ ხორგაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მანამდე არსებული ბაღი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი აღსაზრდელებს სექტემბრიდან მიიღებს.
გიორგი გუგუჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვემო ქვალონში 300 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესსაც გაეცნო.
June 18, 2021

სახელმწიფო რწმუნებული ი შეხვედრა საკრებულოს წევრებთან (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს ედიშერ ჯობავას, მერს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოსა და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.
June 17, 2021

სემინარი საჯარო მოხელეებთან (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს პროფესიული კავშირის ორგანიზებით საჯარო მოხელეებთან სემინარი ჩატარდა.
სემინარის ფასილიტატორებმა საქართველოს პროფესიული გაერთიანების ინსპექციის უფროსმა ნიკა კიკაშვილმა და იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ", შრომის უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებზე და შრომის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველი უწყებების უფლება-მოსილებებზე, საწარმოოში უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხებსა და საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსით განსაზღვრულ რეგულაციებზე” ისაუბრეს.
სემინარს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საქართველოს პროფესიული კავშირის ხობის კოორდინატორი დიანა ჯანჯღავა ესწრებოდნენ.
June 16, 2021

ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა (EN)

16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალი სოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჭალადიდელები გავიდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

June 14, 2021

ხობში „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა (EN)

ხობის ცენტრალურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საინფორმაციო კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა.
► შეხვედრას ხობის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან, სოც. მუშაკთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირთან და ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ. სადაც ისაუბრეს იმ მწვავე პრობლემების შესახებ რაც ბავშვობის ასაკში ნაადრევ ქორწინებას ახლავს.
კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

  • <<
  • <
  • ...
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By