• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 19, 2021

დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის უფლებამოსილებებთან ერთად, გააცნეს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის წახალისების საკითხებზე, ასევე - თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისობაზე თანასწორობის პრინციპთან. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები შეხვედრის განმავლობაში განხილული ცალკეული საკითხების შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა გამოთქვეს ერთმანეთთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.
March 18, 2021

საჯიჯაოში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა

March 17, 2021

ხამისკურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (EN)

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
March 10, 2021

მორიგი გამარჯვება (EN)

ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა.
I ადგილი - მაცი ზარანდია (მწვრთნელი ალმასხან ხუნჯუა)
I ადგილი ვახტანგ ლოლუა (მწვრთნელი სურაჯი გვასალია)
III ადგილი - ენვერ კილასონია (მწვრთნელი ალმასხან ხუნჯუა)
გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
March 8, 2021

გილოცავთ 8 მარტს! (EN)

March 4, 2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები გრძელდება (EN)

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, საგვიჩიოს, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთის, ქვემო ქვალონის, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
March 4, 2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები გრძელდება (EN)

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, საგვიჩიოს, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთის, ქვემო ქვალონის, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
March 3, 2021

გილოცავთ 3 მარტს! (EN)

February 28, 2021

ჯონი ხეცურიანის წარმატება (EN)

კიევის საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა ხობელმა ჯონი ხეცურიანმა, მან 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჯონის, მის მწვრთნელებსა და გულშემატკივარს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მას.
February 28, 2021

ხობელი ნუგზარ წურწუმია (EN)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ირანელი აბასპოურაგანი და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნუგზარს, მის მწვრთნელებსა და გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მა
February 25, 2021

სოციალური დახმარების პროგრამა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 508100 ლარი. მათ შორის:

ა) უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარების ერთჯერადი კვება და მომსახურება 87000 ლარი

ბ) მრავალშვილიანთა დახმარება 16000 ლარი

გ) არასრულწლოვან დედ-მამით ობოლთა დახმარება 500 ლარი

დ) 100 წლის და 100 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა დახმარება საახალწლოდ ერთჯერადად. 1000 ლარი.

ე) დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის, 40000 ლარი. პირველ და მეორე ბავშვზე - 200; მესამე-მეოთხე და მეხუთე ბავშვზე - 300, მეექვსე და ზევით ბავშვზე 600ლარი.

ვ) სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის წყლის ხარჯის ანაზღაურება ყოველთვიურად.(100000და ნაკლები ქულა.ქ. ხობში რეგისტრირებული ბენეფიციარის ოჯახი.)  10000 ლარი.

ზ) ხანძრით და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (ერთჯერადად) 30000 ლარი,

თ) ერთჯერადი ფულადი დახმარება ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის 30000 ლარი.

ი) საოპერაციო(გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები) ქიმიო, იოდო და სხივური, რადიო, ჰორმონო თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, ერთჯერადად, სათანადო საბუთების წარმოდგენისას, ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერამდე ,მხოლოდ პაციენტის მიერ გადაუხდელი თანხის მიხედვით.(300 ლარი და ზემოთ) (ერთჯერადად)  160000 ლარი.  ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი ხარჯების 0%-იდან 50%- ის ფარგლებში და არაუმეტეს 1500 ლარისა(თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულიპროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით).

კ) დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 28800 ლარი.

ლ) დევნილის დაკრძალვის ხარჯები 3000 ლარი.

მ) ომი ვეტერანის დაკრძალვის ხარჯები 1500 ლარი.

ნ) დახმარება ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის 2100 ლარი.

ო) სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ გადახურვას) სახურავის და გადასახურად საჭირო სხვა მასალის ასევე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის გასამაგრებლად, ცემენტის და ბლოკის შეძენა  40000 ლარი.

პ)სამამულო ომის ვეტერანების დახმარება (9 მაისი) 500 ლარი

ჟ) 0-18 წლამდე ასაკის მქონე პირთათვის სამედიცინო სარეაბილიტაციო ერთჯერადი დახმარება 7000 ლარი, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურით 100-500ლარამდე.

რ) 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური პროგრამების კერძოდ: დღის ცენტრის თანხის ( კომუნალური ხარჯების) თანადაფინანსება 10000 ლარი.  წარმოდგენილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტით.

ს) 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა  ოჯახების ერთჯერადი დახმარება 1800 ლარი.

ტ) ოჯახების ერთჯერადი დახმარება 3400 ლარი.

უ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარება 1400 ლარი.

ფ) უსახლკაროდ დარჩენილთათვის, რომლებიც საჭიროებენ თავშესაფარს და აქვთ გაკეთებული განაცხადი შესაბამის სტრუქტურებში თავშესაფარში მოთავსებამდე, ყოველთვიური ბინის ქირის გადასახადი 3800 ლარი.

ქ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება(პოლიციიდან,სასამართლო და „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიიდან) შემოსული ოქმის საფუძველზე. 4500 ლარი.

ღ) შშმ პირთა და ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია) დაფინანსება (ერთჯერადად) 18 000 ლარი. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურით, თანადაფინანსება 50% და არა უმეტეს 500 ლარისა.

ყ) აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ ერთჯერადად 300- 300 ლარის ოდენობით დახმარების თანხის გაცემა ( თებერვალი- სექტემბერი) 3000 ლარი.

შ) 200 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულით სოციალურად დაუცველი, მარტოხელა მოხუცების შინმოვლის თანადაფინასება 4800 ლარი.

February 25, 2021

საკრებულოს სხდომა (EN)

25 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის; დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2020 წელს იყო განსაზღვრული. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში არსებული მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა შეიცვალა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობით. დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
February 24, 2021

ბიუროს სხდომა (EN)

24 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 22 თებერვლის N50-502105334 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 23 თებერვლის N50-502105419 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თეა გელანტიას 2021 წლის 24 თებერვლის N51-51210552 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
February 24, 2021

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2021 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
3.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
February 22, 2021

საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა (EN)

ხობის მუნიციპლიტეტის მასშტაბით სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქ ხობის N2 და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესს დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ეკა ხასია და საკრებულოს წევრი გოჩა ჯობავა გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „ჰიგია“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.

  • <<
  • <
  • ...
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By