• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

April 7, 2020

შპს "wcw"-მ ქარიატისა და შუა ხორგის მოსახლეობას საჩუქრები გადასცა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 15 ოჯახისთვის შპს"wcw" საკვები პროდუქტები შეიძინა. კომპანიის მენეჯერმა ლევან ხასიამ ხარების დღესასწაული მიულოცა მოქალაქეებს და საჩუქრები პირადად გადასცა. ხობის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს აღნიშულ კომპანიას მხარდაჭერისათვის.

April 7, 2020

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ხარების დღესასწაულს! (EN)

April 1, 2020

მოხალისეთა ჯგუფს სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ (EN)

დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შპს "გეოპრიპრავა"-ს ხელმძღვანელმა ირაკლი წულეისკირმა, ხობში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, 200 ცალი ერთჯერადი ხელთათმანი, 200 ცალი ერთჯერადი ქუდი, 20 ცალი ხალათი, 10 სკაფანდრი, 5 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი და თანხა საჩუქრად გადასცა. სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა დაესწრო, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოხალისეთა ჯგუფს და ირაკლი წულეისკირს გაწეული საქმიანობისთვის.

March 31, 2020

31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! (EN)

მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდია დღეს 81 წლის გახდებოდა.

March 27, 2020

საკრებულოს სხდომა (EN)

27 მარტს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პროგრამების შემცირების, ნაშთის ასახვისა და გრანტებიდან შემოსული თანხები მიიმართა პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე“ , აქედან, „გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ 477,3 ათასი ლარი, 398,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აქტივების რეაბილიტაცია“, 541,5 ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების დაფინანსებაზე“. ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ჯამში გაიზარდა 784,8 ათასი ლარით და შეადგინა 13919,8 ათასი ლარი.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმად მოწონებულ იქნა შემდეგი პროექტები: ა) ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები;
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები;
გ) ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა;
დ) ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები;
ე) ქ. ხობში მეუნარგიას ქუჩის (ახალი დასახლება) სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ვ) ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები;
ზ) ქ. ხობში სტალინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
თ) ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (მონასტრის უბანი) სასოფლო გზის ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
ი) ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც №59 განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

March 27, 2020

ბიუროს სხდომა (EN)

27 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2020 წლის 13 მარტის N06/815 წერილის განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 20 მარტის N06/883 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 23 მარტის N04/887 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

March 26, 2020

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2020 წლის 27 მარტს 13:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში.
სხოდმის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3.„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის,
ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).

March 23, 2020

მოხალისეთა ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც 15 მოქალაქეა გაერთიანებული. მათ შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. მოხალისეებს სპეციალური ეკიპირება, ნიღბები და ხელთათმანები გადაეცათ.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.

March 23, 2020

შეხვედრა კორონავირუსის პრევენციის კუთხით (EN)

კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხობში არსებულ ვითარებას
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა პირადად გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ, რწმუნებულის მოადგილეს, ხობში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 37 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. აღნიშნული მოქალაქეები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდნენ.

March 21, 2020

საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს გილოცავთ პროფესიულ დღეს! (EN)

March 19, 2020

ბენეფიციარებს ტექნიკა უსასყიდლოდ გადაეცათ (EN)

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის ტექნიკა (მოტობლოკები, საკერავი მანქანები, გაზქურა, მაცივარი) უსასყიდლოდ გადაეცა.
პროექტის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას; სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობას.

March 16, 2020

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ხობის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  საკრებულოს აპარატში გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ (EN)

March 16, 2020

ხობში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (EN)

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედერა დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. სამუშაო ჯგუფში საკრებულოს, მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც მან აღნიშნა დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 7 ადამიანი. რომელთაც მუდმივად აკვირდებიან დარგის სპეციალისტები.
სხომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა მოსახლეობას სპეციალური ბუკლეტები დაურიგეს და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე მოუწოდეს.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, ჯგუფის წევრები საჭიროებების მიხედვით შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს.
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.
სამუშაო ჯგუფი სხდომებს სისტემატურად ჩაატარებს.

March 10, 2020

კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (EN)

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა, ოჯახის ექიმები, მერიის, საკრებულოს და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო დაწესებულებებში; ხოლო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.

March 8, 2020

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. (EN)

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. ყველა ქალს გისურვებთ ბედნიერებას, საუკეთესო წლებს, კარიერულ წინსვლას და გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი უფლებების სრულ რეალიზებას!

უმნიშვნელოვანესია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის მშენებლობის პროცესში.

ბოლო წლებია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად უჭერს მხარს და უერთდება სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა უფლებების დასაცავად. ჩვენ ვიზიარებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ თანასწორუფლებიანობას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ წლებს!

ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ფოტოზე: პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო

  • <<
  • <
  • ...
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By