• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

December 4, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას (EN)

December 1, 2018

სტიქია ხობში (EN)

ლიერმა ქარმა ქ.ხობში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები, საბავშვო ბაღები, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ტარდება ყველა საჭირო და ოპერატიული ღონისძიება ზარალის აღმოსაფხვრელად, რომელშიც ჩართული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შესაბამის სამსახურება ერთად.

November 30, 2018

ახალი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

ხობის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარსდგნენ.
დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მიულოცეს.
კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

November 30, 2018

საკრებულოს სხდომა (EN)

30 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც განხორციელდა ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა დასამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, პირის სამსახურში მიღებისას აუცილებელ წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობა.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N61 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის გაუქმება. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში მიღწეული გამარჯვება მიულოცა დიტო ბუკიას და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

November 30, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 30 ნოემბერს 11:30 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

სხდომის დღის წესრიგი:

 

  1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

 

  1. „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N61 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა

                  (მომხსენებელი:  დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

November 28, 2018

2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა (EN)

28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. 
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 8514,6 ათასი ლარით, აქედან: გადასახდელები 8514,6 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 210,0 ათასი ლარი, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად 210,0 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 473800 ლარით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2018 წელს, ამასთან პროგრამას დაემატა 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური პროგრამის კერძოდ: დღის ცენტრის თანხის (კომუნალური ხარჯების) თანადაფინანსება; საოპერაციო (გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები) ქიმიო, იოდო და სხივური თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება განისაზღვრა ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი ხარჯების 0%-იდან 50%-ის ფარგლებში და არაუმეტეს 1000 ლარისა, ერთჯერადად, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერამდე, მხოლოდ პაციენტის მიერ გადაუხდელი თანხის მიხედვით. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.

ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2018 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.

November 28, 2018

ბიუროს სხდომა (EN)

28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 დეკემბრის N09/5054 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 დეკემბრის N09/5055 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 დეკემბრის N04/5141 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 დეკემბრის N04/5142 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 დეკემბრის N04/5143 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლისა და 2020-2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების დოკუმენტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).

November 27, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მარულაში. (EN)

27 ნოემბერს, გურიფულმა მარულაში ხობის მუნიციპალიტეტის პირველობას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 
I ადგილი - გიორგი ბოკუჩავა (ქვემო ქვალონი)
II ადგილი - თემურ უსანატოვი (ქ. ხობი) 
III ადგილი - გიორგი დანელია (გურიფული) 
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
November 25, 2018

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთოშირისო დღეა! (EN)

სწორედ ამ დღეს იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

November 23, 2018

მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება ბილიარდში (EN)

19-23 ნოემბერს საბილიარდე კლუბ „მიხეილში“ , აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა. 32 მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჭაბუკთა შორის გამარჯვებული გიგა საბეკია გახდა, ხოლო უფროსებში პირველობა ედიკა კვიკვინიამ მოიპოვა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მიხეილ იოსავას ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
შეჯიბრება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

November 23, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! (EN)

November 19, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის მიერ, 2018 წლის 13 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი და ხობის მუნიციპალიტეტის 2020-2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან ერთად იწყებს ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვას.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).
საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.

წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2018 წლის 22 ნოემბრამდე შეუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi.mun@gmail.com

November 19, 2018

სტარტი აიღო მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში (EN)

19 ნოემბერს საბილიარდო კლუბ „მიხეილში“-ში სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეთერთმეტე გათამაშებამ ბილიარდში. შეჯიბრში 32 მობილიარდე მონაწილეობს, ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით იმართება. ფინალური შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართება.

November 16, 2018

ხობელ მსოფლიო ჩემპიონს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს (EN)

16 ნოემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრებმა მიულოცეს ხობელ ფალავანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.

November 15, 2018

დასრულდა ტურნირი ჭადრაკში (EN)

დასრულდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, აკაკი (კაკო) ზარანდიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირი შვიდ ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს; 7, 8, 10, 11 და 18 წლამდე ასაკის გოგონებმა და ჭაბუკებმა.
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ბუკია ესწრებოდნენ. სტუმრებმა თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს ბავშვები და მომავალი წარმატებები უსურვეს მათ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By