• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 8, 2018

გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

8 მარტს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცენტრთან არსებულმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და ქალბატონებს 8 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

March 8, 2018

გილოცავთ 8 მარტს (EN)

ძვირფასო ქალბატონებო! უდიდესი სიყვარულით გილოცავთ თქვენს უმშვენიერეს, გაზაფხულივით ულამაზეს დღესასწაულს...გისურვებთ ქალურ ბედნიერებას, კარიერულ წარმატებებს და ჯანმრთელობას, დაე, მუდამ ამშვენებდეთ და ახალისებდეთ ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას, რომლის დედაბოძი და მთავარი მოტივაცია თქვენ ხართ, ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ღირსეული დედობა, ოჯახური სიმშვიდე და ბედნიერი მომავალი...


ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე

March 7, 2018

აზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

7 მარტს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საბავშვო ბაღის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე აღსაზრდელები ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

March 7, 2018

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - „მხიარული სტარტები“ (EN)

7 მარტს, დასრულდა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მოძრავი თამაშები - „მხიარული სტარტები“. შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. რომელთაგან პირველი ადგილი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეეთ გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. სპორტული შეჯიბრება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები. ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.

March 6, 2018

პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პირველად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტების განხილვის შემდეგ, სხდომაზე, რეგიონში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დეპუატატებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა და სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა მინდია ღლონტმა გააცნეს.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები, მომავლის გეგმები და არსებული პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ პარლამენტის წევრებს წარუდგინეს.

სხდომაზე დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხეს, რომელიც განხილულ კანონპროექტებსა და ინიციატივებს ეხებოდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას, სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათ მოადგილეები და იურიდიული სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

March 6, 2018

ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

March 6, 2018

ანრი ჟგერენაიას სახელობის ტურნირი (EN)

March 5, 2018

"კოლხეთი" ხობი 2:0 "ალგეთი" მარნეული (EN)

5 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველი ტურის მატჩი გახსნით მატჩში ხობის "კოლხეთმა" მარნეულის "ალგეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

March 3, 2018

გილოცავთ დედის დღეს (EN)

March 2, 2018

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება N1 საბავშვო ბაღში (EN)

2 მარტს ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართეს, აღსაზრდელები და მშობლები მაყურებელთა წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.

March 2, 2018

ყულევის 16 კილომეტრიან გზას რეაბილიტაცია უტარდება. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. მიმდინარე სამუშაოების ტემპები ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ შუა ხორგაში იწყება და სოფელ ყულევში- ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრუდლება. აღნიშნულ მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია. საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორ ფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე, ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა. ამ ეტაპზე, კი ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

March 1, 2018

ხობში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. (EN)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად შეკეთდა სახიდე გადასასვლელები და დაიგო ასფალტის ერთფენიანი საფარი. განხორციელდა მიერთებების, კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია. ასევე, განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. სამუშაოზე 80 მუშახელი იყო დასაქმებული.
 
February 27, 2018

საკრებულოს სხდომა. (EN)

27 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე“, რომლის თანახმადაც სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე საკრებულოს გადაწყვეტილებით ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალურ სტადიონის მიენიჭა გიორგი (გოგი) მამფორიას სახელი. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მერს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N188-ში საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ. დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც პრივატიზების, ასევე სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი და პროცედურები. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილ იქნა დადგენილების პროექტი „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც როგორც საკრებულოსთვის, ასევე მერიისთვის განისაზღვრა იმ საჯარო ინფორმაციათა ნუსხა, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია და აუცილებელია ისინი გახადოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე და ასევე განისაზღვრა დაინტერესებული პირების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტები. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიდგმება სხვადასხვა საგზაო ნიშნები, კერძოდ: ა) შუა ქვალონისა და ქვემო ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ ბ) ქვემო ქვალონისა და შუა ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი რკინიგზის გადასასვლელთან „მიახლოების ნიშანი“ გ) ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“. სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტმა ბ. ნაჭყებიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

February 27, 2018

ბიუროს სხდომა (EN)

27 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

 

  1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კ. გულედანის  2018 წლის 7 თებერვლის N01/382 წერილის და ხობის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ვ. ქანთარიას 2018 წლის 21 თებერვლის N26/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე  ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის

კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 9 თებერვლის N19/01 განცხადების და ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N03/902 წერილის  განხილვა („საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ა. ვარდიას 2018 წლის 1 თებერვლის N15/480 წერილის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 9 თებერვლის N20/01 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 თვის ანგარიშის თაობაზე);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 12 თებერვლის N22/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 14 თებერვლის N23/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის ოქმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 19 თებერვლის N05/765 წერილის განხილვა:
  • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
  • „ხობის  მუნიციპალიტეტის  მერისათვის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების  სარგებლობის  უფლებით გადაცემაზე თანხმობის  მიცემის  შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
  • „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
  • „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის

 კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 20 თებერვლის N03/784 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 თებერვლის N04/835 და 2018 წლის 23 თებერვლის N04/855 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 თებერვლის N25/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N05/856 წერილის განხილვა:
  • „ხობის  მუნიციპალიტეტის  გამგებლისათვის  ხობის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  ქონების  სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის №54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის შესახებ;
  • „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
  •  „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N03/872 და 2018 წლის 26 თებერვლის N03/893 წერილების განხილვა:
  • „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
  • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;

(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N06/873 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018 – 2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის

 კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N04/883 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

 

  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N04/883 წერილის განხილვა (  „ხობის მუნიციპალიტეტში რკინიგზის გადასასვლელებთან ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო  ნიშნების  განთავსების   შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის

კომისიის თავმჯდომარე);

February 26, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 27თებერვალს 14:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

8. „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

10. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

11. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის ოქმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

12. „ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);

13. „ხობის მუნიციპალიტეტში რკინიგზის გადასასვლელებთან ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

14. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

15. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

16. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

17. „ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018 – 2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

18. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის №54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

  • <<
  • <
  • ...
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By