• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

June 3, 2018

ხობში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. დევნილებზე ასევე, ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასოდ გაიცემა მედიკამენტები.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო. 
პაციენტებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ შემდეგი სპეციალობის მედიკოსები: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი. ასევე ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევები (ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის, შინაგანი ორგანოების ე.კ.გ./ელექტროკარდიოგრაფია/).
დაინტერესებულ პირებს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა დღის ბოლომდე შეეძლებათ.

June 2, 2018

საერთაშორისო პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" (EN)

June 1, 2018

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

1 ივნისს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ხობის N1, N2 და პირველი მაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ცეკვებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დეპუტატმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი ბავშვობა, სილაღე და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით განხორციელდა.

June 1, 2018

შეხვედრა ვროპის პირველობის პრიზიორ დემურ ქაჯაიასთან (EN)

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ვერცხლის პრიზიორს, დემურ ქაჯაიას და მის მწვრთნელს ედიკა თოდუას შეხვდნენ, გამარჯვება პირადად მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
22-29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ ევროპის პირველობაზე „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოკრივემ, დემურ ქაჯაიამ, 41.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

June 1, 2018

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღეს (EN)

May 31, 2018

საკრებულოს სხდომა (EN)

31 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის დაფინანსებისთვის“ გამოყოფილი თანხა 15000 ლარი 28 მაისის მდგომარეობით ამოწურულ იქნა, რის გამოც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული მუხლი გაიზარდა 9000 ლარით.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (თხოვების) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხეთის, თორსა-დღვაბისა და ქვემო ქვალონის სოფელ ჭითაუშკურის წყალსადენი სისტემები გადაეცა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“. ხოლო განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (უსასყიდლო უზუფრუქტის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“ უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N202-ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართი.
რაც შეეხება დადგენილების პროექტს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს წევრების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების გათვალისინების მიზნით დაუბრუნდა მერიას ხელახალი განხილვისთვის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

May 30, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 31 მაისს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული 
სამსახურის უფროსი);

4. „ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული 
სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (უზუფრუქტის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა; 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

8. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -
საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N78 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: შ. ჭილაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო 
საკითხთა კომისიის წევრი);

10. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი);

11. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - მარტის შესრულების შედეგების შესახებ“ ანგარიშის მოსმენა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).

May 30, 2018

ბიუროს სხდომა (EN)

30 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 8 მაისის N04/2159 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - მარტის შესრულების შედეგების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 17 მაისის N05/2315 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (უზუფრუქტის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ “ განკარგულების პროექტის თაობაზე; 
(მომხსენებლები: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;
დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 მაისის N04/2362 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2018 წლის 21 მაისის N52/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N78 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ტ. ალექსანდრიას 2018 წლის 23 მაისის N53/01 განცხადების განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 28 მაისის N03/2472 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 29 მაისის N09/2487 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

May 30, 2018

ხობელი სპორტსმენების წარმატება (EN)

ბულგარეთში გამართულ ევროპის პირველობებზე წარმატებით იასპარეზეს ხობელმა სპორტსმენებმა და მკლავჭიდსა და კრივში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდსა და კრივში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. 
ევროპის ახალგაზრდული პირველობა მკლავჭიდში:
I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარჯვენა მკლავი)
II ადგილი - გოჩა სიჭინავა 
II ადგილი - გიგა კოდუა 
III ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარცხენა მკლავი) 
მწვრთნელ-მასწავლებელი: კობა თუთბერიძე
ბულგარეთის ქალაქი ალბენაში გამართულ ევროპის პირველობაზე კრივში II ადგილი - დემური ქაჯაიამ მოიპოვა, მწვრთნელ-მასწავლებელი: ედიკა თოდუა 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ სპორტსმენებს ევროპის პირველობებზე მოპოვებულ წარმატებას.

May 29, 2018

ხობელი სპორტსმენების წარმატება (EN)

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გიგა კოდუამ (II ადგილი) და დათუნა ჟიშკარიანმა (III ადგილი) ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.

May 29, 2018

"კოლხეთი"ხობი 3:2 "მარკ სტარსი" თბილის (EN)

29 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის მორიგი მატჩში ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „მარკ სტარს“ უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრო.
მორიგ მატჩს, ხობის “კოლხეთი”, 4 ივნისს, სტუმრად, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სტადიონზე ხონის „იმერეთთან“ გამართავს.

May 29, 2018

კომისიებმა მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს (EN)

25-28-29 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების მხრიდან სამსახურის მიმართ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად. ანგარიში წარადგინა მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად. 
ანგარიში წარადგინა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ გაიცა რეკომენდაცია, უფრო მჭიდრო და შეთანხმებულად მუშაობის კუთხით, სამსახურის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრების მიერ ასევე მოსმენილ იქნა მერიია შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ანგარიში, საბოლოოდ მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. 
ანგარიში წარადგინა ადმინისტრაციულმა სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს შესაბამის კომისიებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურმა და წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურმა, სადაც ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე, საბოლოოდ ამ სამსახურების მუშაობა კომისიების წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა.

May 26, 2018

დამოუკიდებლობის დღე ხობში გალა კონცერტით დასრულდა (EN)

აქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხობში ჯგუფების - „ურსასა “ და „ოჩოს ქოხის “ გალა კონცერტი გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა. გალა კონცერტის დასასრულს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულდა.

May 26, 2018

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (EN)

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ხობის კულტურის სახლი, რის შემდეგაც შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული კულტურის ოქროს ფონდის რჩეული ნიმუშები - ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ უმაღლესმა საშემსრულებლო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე. კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ყველასთვის საყვარელ ანსამბლ „რუსთავს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება ახალგაზრდული კონცერტით ჯგუფების - „ურსას“ და „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით.

May 26, 2018

საფეხბურთო პირველობის პირველობის გამარჯვებული ხეთის „ხეთა“ გახდა (EN)

26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის -„მოყვარულთა თასი 2018“-ის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ხეთის „ხეთამ“ შუა ხორგის „შევარდენი“, ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ახალი ხიბულის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე კახა ლატარია ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By