• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

May 26, 2019

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში (EN)

26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ქალაქ ხობის გუნდმა ხამისკურის „ხამისკური“, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ქვემო ქვალონის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებითა განხორციელდა.

May 26, 2019

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! (EN)

ძვირფასო ხობელებო, თანამოქალაქენო! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს-საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი არის გმირული ისტორიული წარსულის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელოვანი წინაპრებისა და „ყოველთა ქართველთა“ სანუკვარი ოცნებისა და გამარჯვების სიმბოლო. სწორედ დამოუკიდებლობის ამ აქტის საფუძველზე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა...ჩვენს თაობას წილად ხვდა, საქართველოსათვის უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ წინაპართა მონაპოვრებს, გავაგრძელოთ და ბოლომდის მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიული მემკვიდრეობის-ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რათა დავუმკვიდროთ ჩვენს სამშობლოს და მომავალ თაობას ღირსეული ადგილი ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ეროვნული გმირის, ერის სინდისად აღიარებული მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელიც ასევე სიმბოლურად და განგების ნებით ემთხვევა ამ თარიღს...შევეხმიანოთ მის ზეციურ ხმას „ჩვენთან არს ღმერთი“ -არს და იქნება! კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
#26მაისი
#ესდღეჩვენია

May 23, 2019

საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.

May 21, 2019

აქცია „ღამე მუზეუმში“. (EN)

აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერისა და ხეთის მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმში, ღია კარის დღეები მოეწყო. ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმში ისაუბრეს „ქართული-ხალხური სიმღერის მოამაგეთა ღვაწლზე მეგრულ ფოლკლორში“, ხოლო ხეთის მუზეუმში ეთნოგრაფიული მასალების, ხელთნაკეთი და ავთენტური ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ. აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

May 21, 2019

„ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართული სემინარი. (EN)

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა. 
შეხვედრასზე, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ ჩართულობასა და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
სემინარში, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მონაწილეობდნენ. 
ღონისძიების მოდერატორი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე იყო.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ესწრებოდნენ.

May 20, 2019

ძვირფასო ახალგაზრდებო! (EN)

ძვირფასო ახალგაზრდებო!
ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს მომავალს.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, დაგილოცავთ გზას ბედნიერი სტუდენტური ცხოვრებისაკენ. 
თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება, რათა შეგიქმნათ ყველა პირობა და კომფორტული გარემო, განათლების მიღებისა და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის. გამარჯვებებით და მიღწევებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზაზე. 
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

May 20, 2019

ხობელმა მკლავჭიდელებმა ევროპის პირველობაზე 12 მედალი მოიპოვეს (EN)

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლისა (მწვრთნელ კობა თუთბერიძე) და საქართველოს მკლავჭიდელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა. ევროპის პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა 12 მედალი მოიპოვეს.
I ადგილი - საბა დანელია (მარჯვენა და მარცხენა მკლავი)
I ადგილი - საბა ლატარია (მარცხენა მკლავი) 
I ადგილი - ანრი ბუკია (მარცხენა მკლავი) 
I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარჯვენა მკლავი)

II ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარცხენა მკლავი)
II ადგილი - გოჩა სიჭინავა (მარცხენა მკლავი)
II ადგილი - საბა ლატარია (მარჯვენა მკლავი)
II ადგილი - დიტო ბუკია (მარჯვენა მკლავი)

III ადგილი - გოჩა სიჭინავა (მარჯვენა მკლავი)
III ადგილი - გოგა დანელია (მარჯვენა მკლავი)
III ადგილი - გიგა კოდუა (მარცხენა მკლავი)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს ამ წარმატებას.

May 15, 2019

რიონის მიმდებარედ აღკვეთილი შეიქმნება. (EN)

➡️ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში რიონის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
➡️საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიების შექმნა. 
➡️რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა სახეობის დაცვა და აღდგენაა. 
➡️შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. 
➡️რიონის აღკვეთილი დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს.

May 14, 2019

სოფელ ნოჯიხევში სანიაღვრე არხის რებილიტაცია მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, სასაფლაოს მიმდნებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის შესაბამისად აღნიშნულ მონაკვეთზე ეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხი, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 26 144 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს „აფო“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილემ გოჩა სიჭინავამ და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ დაათვალიერეს.

May 10, 2019

რესურსცენტრში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ (EN)

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ბეატრისა რუსიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრიამ, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.
2017-2018 სასწავლო წელს, სკოლა წარჩინებით, 34 მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 16 ოქროს მედალოსანია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიულოცეს სკოლის წარჩინებით დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ, პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

May 10, 2019

ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დაიწყო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად: 4432 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 425 ათას ლარამდე შეადგენს რომელსაც შპს „მიმდემი“ ახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

May 9, 2019

ხობში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს (EN)

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ანსამბლ „კოლხეთის“ და ხობის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტონ ცხადაიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100 ლარი ჩაერიცხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.

May 7, 2019

მინისტრმა ძველ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა (EN)

May 6, 2019

IDFI – ის კვლევის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა (EN)

 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე 259 საჯარო დაწესებულებიდან 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დასახელდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამ შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლით სიგელით დაჯილდოვდა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა.

May 6, 2019

გილოცავთ გიორგობას! (EN)

  • <<
  • <
  • ...
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By