• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

June 7, 2019

ქალაქში სანიაღვრე არხების მოწობა მიმდინარეობს. (EN)

ქალაქ ხობში რუსთაველის, აღმაშენებლის, კოსტავასა და სამეგრელოს ქუჩებზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 322,145 ლარია და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. 
სანიაღვრე არხები ეწყობა ასევე ვეკუას, გოგებაშვილისა და ც. დადიანის ქუჩებზეც, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 71.000 ლარია და მას შპს „აფო“ ახორციელებს, პროექტის შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ხობში კობა თუთბერიძემ დაათვალიერეს.

June 6, 2019

საჯიჯაოში წლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა (EN)

6 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, სოლო შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, დამსწრე საზოგადოების წინაშე, ქართული ხალხური ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. 
დასასრულს კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ქეთინო კაკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქორეოგრაფებს მადლობა გადაუხადა ხელოვნების განვითარებისათვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

June 6, 2019

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! (EN)

June 5, 2019

გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა (EN)

✔️ დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა. კერძოდ, რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმაში ასასახი სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში შერჩეულია შემდეგი პროექტები: მულახის ტერიტორიულ ერთეულში სოფ. ჩვაბიანში ქვის გაბიონების მოწყობა, სოფ. ჟაბეშიღელეში რკინა ბეტონის გადასასვლელების მოწყობა. ჭუბერის, ცხუმარის და ბეჩოს თემის სოფელ მაზერში წყლის სისტემების მოწყობა. ასევე სხდომაზე განიხილეს და სამოქმედო გეგმაში აისახა „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციის შემდეგი პროექტები: მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის, უშგულის, მულახის, ხაიშის, ჭუბერის, იფარისა და კალას ტერიტორიულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების სარემონტო სამუშაოების განხორციელება. ასევე ნაკრას, ეცერის და ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა. სამოქმედო გეგმაში ასევე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ აბასთუმნისა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოხდება. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს დაფინანსებული პროექტების სატენდერო ეკონომიის თანხებით, მოხდება აბაშის მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის პროექტი. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა, სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მოადგილე მამუკა ქარდავა და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა, რეგიონის მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.

June 4, 2019

შავღელეში რამაზან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. (EN)

4 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა, რამაზან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს, სადღესასწაულო ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა იმამმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა.
რამაზან-ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას ხობის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს წევრმა აკაკი ხურცილავამ და მერის წარმომადგენელმა შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ხათუნა მანველიძემ მიულოცეს. 
30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი. რამაზანის მარხვის დროს განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
 
June 3, 2019

ტრენინგი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. (EN)

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,Networking for Efficincy and development (N4ED)- ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომების დანერგვა მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ასევე თემის ლიდერებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მერის წარმომადგენლებისთვის, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც სანდრო სორდია უძღვებოდა. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ თემებზე გაიმართა ღია დისკუსია. ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.

June 1, 2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა, 1 ივნისი ხობში კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. N1 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის ,,მხიარული სტარტები“ ჩატარდა, კულტურის სახლის ფოიეში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლაში "მუსიკალური კვირეული" გაიმართა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ქუთაისის ,,ერთი მსახიობის თეატრის“ მსახიობებმა იზრუნეს, რომლებმაც ხობელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლი ,,ფისუნია“ წარადგინეს. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ.

May 31, 2019

პოლიციის პროფესიული დღე (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ლელა შამათავამ და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, პროფესიული დღე მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს უფროსსა და თანამშორმლებს და საქმიანობაში წარმატებები, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვეს მათ.

May 30, 2019

ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა. (EN)

ხობში თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში - ,,შენ გაგიმარჯოს, სამშობლოს ხვალინდელი დღის ღიმილო!“ გაიმართა. 
ვიქტორინაში საერო სკოლა „არეას“ მეექვსე კლასელი მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამი გუნდი მონაწილეობდა. გუნდებმა 12-12 კითხვას უპასუხეს.
10 ქულით ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული „ალბატროსი“ გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად წიგნები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის და საერო სკოლა „არეას“ ორგანიზებით განხორციელდა.

May 30, 2019

საკრებულოს სხდომა. (EN)

30 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. 
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 14767,9 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც განხილულია პედაგოგიური კოლექტივისა და მშობელთა კომიტეტის ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, განკარგულების პროექტით „ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის პირველი მაისის ბიბლიოთეკისთვის ნოე დაფნარელის სახელის მინიჭების შესახებ“ პირველი მაისის ბიბლიოთეკას მიენიჭა მწერლის, პოეტის, ჟურნალისტისა და დამსახურებული მასწავლებლის ნოე კობახიძის (დაფნარელის) სახელი. 
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება - ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში არსებული წყალსადენი სისტემა, რომლის ნარჩენი ღირებულება 2019 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 19628 ლარს, თხოვების ფორმით გადაეცა შპს „ხობის წყალმომარაგებას“. 
,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტით დასაფინანსებელ პროექტებს დაემატა ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

May 30, 2019

ბიუროს სხდომა (EN)

29 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 17 აპრილის N04/1237 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - მარტის შესრულების შედეგების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: მ. ქარდავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
თავმჯდომარის მოადგილე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 25 აპრილის N03/1345 წერილის განხილვა („პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებული ბიბლიოთეკისთვის ნოე დაფნარელის სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 23 მაისის N05/1665 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 23 მაისის N03/1675 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2019 წლის 24 მაისის N40/01 განცხადების განხილვა („სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 28 მაისის N04/1765 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მ. ქარდავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
თავმჯდომარის მოადგილე);

7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2019 წლის 28 მაისის N41/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 მარტის N5 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2019 წლის 29 მაისის N05/1773 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (ქირავნობის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

9. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2019 წლის 29 მაისის N06/1775 წერილის განხილვა („სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

May 30, 2019

შეხვედრა შავღელეს მოსახლეობასთან. (EN)

504 ათას ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით:
✔ 7-კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი. 
✔ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
✔ საგზაო ნიშნები. 
✔ სანიაღვრე არხები.
✔ მოსაცდელები.
მაჟორიტარი და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები შავღელეს მოსახლეობასაც შეხვდნენ, მათ ადგილობრივებისგან მოისმინეს სოფელში არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების მექანიზმებზე.
May 30, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 30 მაისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 მარტის N5 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის 
მოვალეობის შემსრულებელი);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (ქირავნობის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის 
მოვალეობის შემსრულებელი);

5. „პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებული ბიბლიოთეკისთვის ნოე დაფნარელის სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ე. კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, 
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა 
სამსახურის უფროსი);

6. „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).

May 28, 2019

სამუსიკო სკოლაში "მუსიკალური კვირეული" მიმდინარეობს. (EN)

27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლაში "მუსიკალური კვირეული" მიმდინარეობს. დღევანდელ კონცერტს ხობის მუნიცუპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია სტუმრებთან ერთად დაესწრო. კონცერტზე მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოები შესარულეს.

May 26, 2019

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი (EN)

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 
კულტურის სახლში შეკრებილი მაყურებლის წინაშე „თბილისური კვარტეტი“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. 
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By