• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

August 17, 2019

ხობში ცენტრალური პარკი გაიხსნა (EN)

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პარკის მშენებლობა ორ ეტაპად იყო დაგეგმილი, როგორც ორგანიზატორმა აღნიშნა მშენებლობის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში გაგრძელდება. პარკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გათვლილია, როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. პროექტის შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ბეტონის ფილები, ველობილიკი, საფეხმავლო ზოლი, ბეტონის ანაკრები ბორდიურები, მწვანე კორდი, ლაბირინთი, საბავშვო, სატრენაჟორო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა. დამონტაჟდა დეკორატიული სკამები, ველოსადგომები. შემოსასვლელში განთავსდა ქ. ხობის გერბი, მოეწყო შადრევანი და სასმელი წყლის სოკო, დამონტაჟებულია განათების სისტემები. პარკის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო პროგრამა და საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა ისე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა, შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე იზრუნეს ლინდა ადამიამ, ჯგუფმა ¼ და DJ “ KAVELA-მ. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაიაა.

August 17, 2019

დასრულდა კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კობა შუბითიძის ხსოვნას. 
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი პენალტების სერიით, ახალი სოფლის ფეხბურთელთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ჭალადიდის გუნდი დაამარცხა.
ტურნირის ფინალს, დადაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია მოწვეუილ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობისმუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

August 14, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. 
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივებს იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. 
ადგილობრივებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების რეაბილიტაცია დასახელდა. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

August 14, 2019

ხობის ცენტრალური პარკის საზეიმო გახსნის პროგრამა (EN)

ძვირფასო ხობელებო, 17 აგვისტოს საღამოს 5 საათიდან გიწვევთ ხობის ცენტრალური პარკის საზეიმო გახსნაზე.

August 13, 2019

ეროვნულმა ცენტრმა ხობის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა (EN)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ხობის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ალექსანდრე არჩაია საქართველის დამსახურებული მასწავლებლის სიგელით დააჯილდოვა.
ალექსანდრე არჩაია ხობის საპატიო მოქალაქე და ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრია.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ბატონ ალექსანდრეს მიღწეულ წარმატებას.

August 13, 2019

სკოლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის წარმომადგენლებმა, ქალაქ ხობის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლებში დაათვალიერეს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლებში თანამედროვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული გარემო შეიქმნება.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 156322 ლარს შეადგენს. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.

August 12, 2019

ხობში "ცოტნეობა" აღნიშნეს (EN)

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. 
წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
 
August 9, 2019

პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში (EN)

ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში . ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის III ადგილზე გავიდა მეგი უბილავა, II ადგილზე - ლალი კვარაცხელია, ხოლო I ადგილი მარიამ კონჯარიამ მოიპოვა. ვაჟთა შორის III ადგილი მოიპოვა ნოდარ გულუამ, II ადგილი - გიორგი გერგაიამ, ხოლო I ადგილოსანი ედიკა არჯევანიძე გახდა. ნარდში პირველობაზე III ადგილი - ელგუჯა ქარდავამ, II ადგილი - იგორ ჟველიამ, ხოლო I ადგილი კუკურ ქაჯაიამ მოიპოვა. შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

August 9, 2019

„ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“ (EN)

ხობში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში „ცოტნეობის კვირეული“ს ფარგლებში პროფესორ რევაზ პაპუაშვილის მოხსენება გაიმართა თემაზე „ ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“, სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა მის მიერ აღმოჩენილ ძველ დადიანთა საძვალეზე, არქიტექტურაზე, ცოტნე დადიანის მოღვაწეობაზე და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე ისაუბრა. 
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილე მახარე ჩოკორაია,საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა გელანტია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

August 9, 2019

შეხვედრა ასოციაცია „ჰერა-XXI“-ს წარმომადგენლებთან (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასოციაცია „ჰერა-XXI“-ს პროგრამების კოორდინატორმა, ტრენერმა სალომე იობაძემ ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე გენდერული თანასწორობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთლობის, უფლებების მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა არსებული საკითხების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას და ამ საჭიროებებზეორიენტირებული ინტერვენციების დაგეგმვას.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, აპარატის უფროსი ლელა შამათავა, მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკურის“ თავმჯდომარე გვანცა კიკალეიშვილი ესწრებოდნენ.

August 9, 2019

პირველ მაისში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს (EN)

✔ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს. 
პროექტის შესაბამისად საკობახიოს უბანში მოეწყობა გაბიონი. 
✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44657 ლარია.
✔პირველ მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები”ს თავმჯდომარემ მერაბ ფილიპიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"ს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ჯობავამ და მერის წარმომადგენელმა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მარინე ლაგვილავამ დაათვალიერეს. 
✔პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.

 
პირველ მაისში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
7 ფოტო
August 8, 2019

11 წელი აგვისტოს ომიდან (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ,საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი. სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტონამუშევრების გამოფენა და გოგა ჭითანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის - „სამშობლო, როგორც უფალი...“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი, ჟურნალისტი მზეკო ჟვანიაა, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფ ირაკლი შონიას ნამუშევრები.

August 8, 2019

ცოტნეობა პროგრამა (EN)

August 7, 2019

მუნიციპალიტეტის ბაღებში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს (EN)

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვაა, თორსა-დღვაბისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული, ხოლო ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის წარმომადგენლებმა. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოში გააგრძელებენ.

August 3, 2019

ტურნირი მინიფეხბურთში (EN)

3 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთერთმეტე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. .ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.

  • <<
  • <
  • ...
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By