• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

August 2, 2019

ახალი მოადგილის წარდგენა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე დავით ფარცვანია წარუდგინა.

შეხვედრაზე რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტების მიხედვით, მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს სამეგრელო ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად (107 ობიექტი) გამოყოფილია 45 მილიონ ლარამდე.

სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანში, მალხაზ თორია და აპარატის უფროსი ლევან წულაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად
ესწრებოდნენ.

August 1, 2019

ხობში აქცია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს (EN)

ხობის კულტურის სახლის ფოიეში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა. აქცია ხობის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ ს ორგანიზებით ხორციელდება.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
აქცია 17:00 საათამდე გაგრძელდება.

July 31, 2019

ხობში აქცია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართება (EN)

☑️1 აგვისტოს, 11:00 საათიდან ხობის კულტურის სახლის ფოიეში ჩატარდება სისხლის უანგარო დონორთა აქცია. 
☑️აქცია ხობის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ ს ორგანიზებით ხორციელდება.
☑️გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე.

July 30, 2019

საკრებულოს სხდომა (EN)

30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერი ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში იწყება რეორგანიზაცია, კერძოდ: სტრუქტურული, თანამდებობრივი და ფუნქციური ცვლილება დაიგეგმა მერიის 4 სამსახურში, რომელთაგან 3 სამსახურში განსახორციელებელი ცვლილება იწვევს მერიის და მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებებსა და მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებას.
საკრებულოს სხდომაზე დამაკმაყოფილებლად შეფასდა ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
სხდომაზე ასევე მოსმენილ და შეფასებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც საკრებულს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ საკრებულოს 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

July 30, 2019

ბიუროს სხდომა (EN)

30 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის N04/2466 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ“);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის N03/2493 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე.
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

July 29, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 30 ივლისს 11:30 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ“;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე.
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე).

July 29, 2019

ძველი ხიბულის საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა (EN)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის N154/ნ ბრძანებით, სსიპ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც განხილული იყო პედაგოგიური კოლექტივისა და მშობელთა კომიტეტის ინიციატივა, სსიპ ხობისმუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ. რაზედაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. რაც სამინისტროს მხრიდან დადებითად გადაწყდა.
July 26, 2019

საინფორმაციო შეხვედრა (EN)

26 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

July 19, 2019

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა შეხვედრა გამართა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს შშმ პირთა ინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია კომისიის წევრებთან, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიათან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში იმართება, პროექტს საქართველოს არბაითერ-სამატირერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან -განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

July 17, 2019

ქალაქის ქუჩების სახელდებაზე საჯარო განხილვა გაიმართა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ქ. ხობში 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და სტალინისა და ბერიას ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები ქუჩების სახელდებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი წინადადებები განხილული იქნება კომიისის მიერ და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.

July 16, 2019

დაფნის მწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან შეხვედრა გაიმართა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, აგრო წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფნის მწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს დაფნის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და იმსჯელეს ასოციაციის როლზე ქართული დაფნის ინდუსტრიაში.

July 12, 2019

განცხადება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივები ქ. ხობში 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და სტალინისა და ბერიას ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 17 ივლისს 12:00 სთ-ზე  გაიმართება  საჯარო განხილვა.

დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.

July 12, 2019

გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს! (EN)

July 10, 2019

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - ნოჯიხევი (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი პროექტები:
✔ნოჯიხევი - მოსაცდელის რეაბილიტაცია - 7704,10 ლარი;
✔კუთხე ნოჯიხევი - მოსაცდელის მშენებლობა - 7635,41 ლარი;
✔ნოჯიხევის N1 ბაღის ეზოს შემოღობვა - 7374,19 ლარი;
✔ნოჯიხევის N2 ბაღის ეზოში სკვერის მოწყობა - 7564,90 ლარი.
მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს თანამდებობის პირებთან და მერის წარმომადგენელთან ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში.

July 5, 2019

ხობში თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა (EN)

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პოეტ თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა.
პოეზიის საღამოს საზოგადოების წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე და დასასრულს ახალგაზრდა პოეტს მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By