• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

July 31, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2017 წლის 31 ივლისს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

4. ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის იანვარ-ივნისის თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ე. წურწუმიას განცხადება.
(მომხსენებელი: ე. წურწუმია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი).

July 31, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

31 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ე. წურწუმიას 2017 წლის 17 ივლისის N327 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განცხადების გაკეთების თაობაზე); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მ. ჩოკორაიას 2017 წლის 17 ივლისის N04/2990 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის იანვარ-ივნისის თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2017 წლის 27 ივლისის N04/3129 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის 2017 წლის 27 ივლისის N341 განცხადების განხილვა (ფ. გოცირიძისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ - საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის 2017 წლის 27 ივლისის N129 წერილის განხილვა (ნ. ზარანდიასთვის და ი. გეთიასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2017 წლის 28 ივლისის N03/3160 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

7. ფაზისის საერო - სამეცნიერო აკადემიის პრეზიდიუმის წევრების 2017 წლის 28 ივლისის N345 განცხადების განხილვა (მ. ბუკიასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

8. ს.ს. სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის თანამშრომლების 2017 წლის 28 ივლისის N348 განცხადების განხილვა (რ. მიხელაშვილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

July 27, 2017

წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება (EN)

27 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2016 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებს საკრებულოს სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
საკრებულოს ბიუროს წევრებმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს სკოლის წარმატებით დამთავრება და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ, ხოლო პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის.

July 27, 2017

კონცერტი ხეთის თეატრონზე (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ხეთის თეატრონზე გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს. კონცერტზე მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით წარსდგნენ „ნიკოლშოუ“ და დავით არჩვაძე. შემსრულებლებმა ხობელ მაყურებლებს სასიამოვნო სანახაობა მოუწყვეს და მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. ღონისძიების დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ სიტყვით მიმართა თეატრონზე შეკრებილ ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება და კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა უსურვა.

July 27, 2017

ქ. ხობში მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერა (EN)

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქ. ხობში ა. შანიძის, ზ. ფალიაშვილის, ი. ჭავჭავაძის, გუბაზ მეფისა და ტერენტი გრანელის ქუჩებზე მიმდინარეობს გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოასფალტება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 597 ათას ლარს, სამუშაოებს ახორცილებს შპს „შარა - გზამშენი პირველი“. 
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

July 26, 2017

ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (EN)

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ გამოცემული წიგნის: „საგზაო მოძრაობა - რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ“ პრეზენტაცია გაიმართა. ტომ ვანდერბილთის წიგნში მანქანის ტარების მანერასა და პირის ფსიქოტიპს შორის მჭიდრო კავშირზეა საუბარი. ავტორის აზრით, საკმარისია, დავაკვირდეთ ადამიანს მანქანის ტარების პროცესში და გავიგოთ, როგორაა მოწყობილი მისი ტვინი, როგორ ურთიერთობას ამყარებს ის, ზოგადად, გარესამყაროსთან. საგზაო მოძრაობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ის ძალიან ნათლად წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას. ეს წიგნი სრულიად ახალი თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს. და ვინ იცის? იქნებ უკეთეს მძღოლებადაც გაქციოთ?
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას მათ მიერ გამოცემული წიგნების ეგზემპლარები უსასყიდლოდ გადასცეს.
"რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.

July 23, 2017

სახალხო დღესასწაული „ფაზისობა 2017“ (EN)

22 ივლისს, ქალაქ ფოთში სახალხო დღესასწაული „ფაზისობა 2017“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებები.
სახალხო დღესასწაულის პროგრამის მიხედვით ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ედიშერ ჯობავამ თამაში ”ქალაქის საგანძური” და სხვა სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

July 21, 2017

სპექტაკლის პრემიერა „მე, ბებია და ბაბუა“ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში კულტურულ საგანმანათლებლო- ცენტრთან არსებული თეატრალური დასის მიერ გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „მე, ბებია და ბაბუა“ ნოდარ დუმბაძის ნოველა „სისხლის“ მიხედვით, რომელმაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

July 18, 2017

მეუფე გრიგოლს 61 წელის იუბილე მიულოცეს (EN)

18 ივლისს, ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის დაბადებიდან 61 წლის იუბილე უფლისადმი სამადლობელი პარაკლისით აღინიშნა. 
წმინდა სინოდის წევრებმა, ეპარქიის სამღვდელოებამ, მოწვეულმა სტუმრებმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მეუფეს მიულოცეს დაბადებიდან 61 წლის იუბილე

July 13, 2017

პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ (EN)

ანაკლიაში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ გაიხსნა. 
ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია. 
ბიზნეს ფესტივალი ანაკლიაში ყოველწლიურად გაიმართება და მისი მიზანია ტურიზმის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

July 12, 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

12 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების თანახმად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ობიექტების ნუსხას დაემატა კიდევ ერთი ობიექტი, რომლის საფუძველზეც ქალაქ ხობში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები განხორციელება, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი ადგილობრივი ბიუჯეტში. საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

July 12, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

12 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 11 ივლისის N06/2851 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 11 ივლისის N04/2852 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ). 
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე).

July 12, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 12 ივლისს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ განხილვა; 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).

July 12, 2017

გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს (EN)

July 10, 2017

ხობელმა მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს (EN)

7-9 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა აჭარის თასის გათამაშება მკლავჭიდში, რომელშიც საქართველოს, თურქეთის და რუსეთის სახელით მოასპარეზე 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი); I ადგილი - გიგა კოდუა (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი); II ადგილი - ანრი ბუკია (55 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა და მარჯვენა მკლავი); III ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 კგ. წინითი კატეგორია, მარცხენა მკლავი); ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

  • <<
  • <
  • ...
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By