• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

December 26, 2016

საახალწლო - საზეიმო ღონისძიება სამუსიკო სკოლაში (EN)

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა საახალწლო-საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.

December 26, 2016

ხეთაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება (EN)

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოქხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც დაიგო ბეტონის საფარი, აღნიშნული სამუშაოები კვირის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1521666 ლარს, სამუშაოებს ახორციელებს შპს „ლევიანი“.

December 23, 2016

ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ (EN)

23 დეკემბერს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ გაიმართა. კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

ინტელექტუალური კონკურსის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული გახდა ქ.ხობის  N2 საჯარო სკოლის გუნდი. გამარჯვებული გუნდი, 20 იანვარს, ქ. ზუგდიდში დაგეგმილ რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
კონკურს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის პედაგოგები.

ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

December 23, 2016

საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა (EN)

26 დეკემბერი - 15.00 სთ - საახალწლო კონცერტი (სამუსიკო სკოლა)
27 დეკემბერი - გამოფენა - (მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი)
27-28 დეკემბერი - 15.00 სთ - ქუთაისის თოჯინების თეატრის საახალწლო სპექტაკლები  (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)
29 დეკემბერი - საახალწლო შოუ პროგრამა „მრავალ ახალ წელს“ (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)
30 დეკემბერი

16.00 სთ - საახალწლო თეატრალიზებული მსვლელობა
18.00 სთ - ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი და საახალწლო კონცერტი ანსამბლ „ურსას“ მონაწილეობით (მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი).

December 22, 2016

განათლების ცენტრისათვის ახალი ინვენტარი და ტექნიკა შეიძინეს (EN)

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო, კომპიუტერული და სასპორტო სკოლებისთვის შეკვეთილ და შეძენილ იქნა 10 500 ლარის ღირებულების 2 ცალი კომპიუტერი, ვიდეოპროექტორი ეკრანით, პიანინო, საოფისე კარადები, მერხები და სკამები.

December 22, 2016

ქ. ხობში ახალი საგზაო ნიშნები ამოქმედდა (EN)

ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნა შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) ჭყონდიდელის ქუჩა N3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია.
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. 
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია.
დ) 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ე) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული .
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
თ) ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ი) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
კ) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან 
საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ლ) თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ .
მ) თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ .
ნ) ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ . 
ო) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’, აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი;
პ) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ჟ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ . 
რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.

December 21, 2016

ხობში ახალგაზრდული ეკო-ვიქტორინა ჩატარდა (EN)

21 დეკემბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „World Vision საქართველო ევროკომისიის“ მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში, ეკო-ვიქტორინა ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების დონის ამაღლება და წინა საახალწლოდ ნაძვისხეების მოჭრის წინაააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი საჯარო სკოლები ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტებიდან. თითოეული სკოლის გუნდი 5 წევრისგან შედგებოდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის თითო მოსწავლით. პროექტში, რომლის მიზანი ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობაა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით, ჩართულია 13 მუნიციპალიტეტის 60 სოფელი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

December 21, 2016

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა (EN)

2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ. კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 19 პირის 23 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 14, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 9. შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 13 კანდიდატის 16 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს. კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 დეკემბრის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2017 წლის 27 დეკემბერს. დაინტერესებულ პირს, საჯარო კონკურსების პირველი ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლა იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართებზე: გამგეობა: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=2538&slave=2537&lang= საკრებულო: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2016-tseli/dekemberi/shedegebi/i-etapi#.WFrJO7lQHD4

December 20, 2016

ტურნირი ძიუდოში (EN)

18 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-ძიუდოს ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია).
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს: 
ირაკლი ლეფსაია - მძიმე წონა II ადგილი;
გიორგი ზარანდია - 42კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ჯამბულ საპანაძე - 46 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ნიკა კვირკველია - 30 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
საბა სიჭინავა - 27 კგ წონითი კატეგორია III ადგილი. 
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.

December 20, 2016

ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში (EN)

16-18 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ე. თოდუა).
ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიებში I ადგილის მლობელები გახდნენ: რევაზ ჩხეიძე, დიმა შეროზია, დემურ ქაჯაია და გიორგი ახალაია. ხოლო თემურ ქვარცხავას მეორე საპრიზო ადგილი ერგო.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

December 19, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს (EN)

December 15, 2016

საჯარო განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში (EN)

15 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა ჩატარდა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპატრამენტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საქმიანობაზე, ქვესადგური „ხორგა 220“-ში 220კვ პორტალზე „პალიასტომი 2“-ის შეჭრა-გამოსვლისთვის N235-N245 საყდრებს შორის რეკონსტრუქციაზე ისაუბრეს. 
პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.

December 13, 2016

ანდრია პირველწოდებულის დღეს გილოცავთ (EN)

December 9, 2016

მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში (EN)

9 დეკემბერს ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. 
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.

December 9, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

9 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ფრაქცია „სამართლიანობისათვის“ რეგისტრაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია „სამართლიანობისათვის“ ედიშერ წურწუმიას თავმჯდომარეობით. 
მეორე საკითხად განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ბიუჯეტში განხორციელდა მუხლებს შორის სხვადასხვა გადანაწილებები. 
მომდევნო საკითხად ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. გამგეობის განმარტებით საანგარიშო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების განხორციელების პროცესში წარმოიშვა ეკონომია 129406 ათასი ლარი, რომლითაც პროექტის ფარგლებში დამატებით ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: 1. ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიაში დამეწყრილი გზის აღდგენა - 33725 ლარი; 2. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში საცალფეხო ხიდის (ბურჯის გამაგრება) რეაბილიტაცია - 39603 ლარი; 3. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში შიდა სასოფლო (ცემენტო-ბეტონის) გზის მშენებლობა) – 43721,95 ლარი; 4. ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღის (ეზოს შემოღობვა) კეთილმოწყობა - 12356 ლარი. რაც საკრებულოს მხრიდან დადებითად იქნა გადაწყვეტილი. 
განკარგულების პროექტით „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ხობის მოამბეს“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ გამგებელს მიეცა თანხმობა შპს-ს ლიკვიდაციის შესახებ. 
საკრებულოს სხდომაზე ბოლო საკითად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განმარტებით იურიდიული პირების შერწყმა განპირობებულია კულტურისა და განათლების ცენტრების ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების ოპტიმიზაციით. ამ განკარგულების თანახმად გამგებლის ბრძანებით დაიწყება განათლებისა და კულტურის ცენტრების რეორგანიზაცია და მათი შერწყმის შედეგად ა(ა)იპ - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრი“.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მოკლე კომენტარი გააკეთა საჯარო მოხელეთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, კერძოდ ის შეეხო საჯარო მოხელეების სამსახურში დროულ გამოცხადებას და სთხოვა როგორც საკრებულოს აპარატის, ასევე გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებს მიიღონ სათანადო ზომები რათა არ მოხდეს შრომითი დისციპლინის უგულვებელყოფა. ასევე ისაუბრა ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ გურიფული-ახალსოფლის გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By