• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

December 27, 2021

საშობაო ბაზრობა ხობში (EN)

27 დეკემბერს ხობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქტი წარადგინეს. სამეწარმეო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო საახალწლო დეკორაციები, ხელნაკეთი აქსესუარები და ტკბილეული. გაიმართა სხვადასხვა სახალისო თამაშები, სიმღერისა და ცეკვის კარაოკე.
საშობაო ბაზრობა ხობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
December 24, 2021

ხობში საახალწლო ნაძვის ხე აინთო (EN)

24 დეკემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ აინთო ხობის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

December 24, 2021

საზოგადოება „ხობელი“დაფუძნდა (EN)

24 დეკემბერს, დაფუძნდა საზოგადოება „ხობელი“, შეხვედრა ქალაქ ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა, სადაც საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბეჟან ნადარაია, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ანგული მიქავა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. რომლებმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღვაწლმოსილ ხობელებს, შეკრებილ საზოგადოებას და ახლადარჩეულ წევრებს წარმატებები უსურვეს საქმიანობაში.

December 23, 2021

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა (EN)

24 დეკემბერი, 18:00 სთ. ცენტრალური პარკი, ნაძვის ხის ანთება და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
27 დეკემბერი, 09-18:00 სთ. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია - საახალწლო ბაზრობა ახალგაზრდებისა და ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობით.
28 დეკემბერი
12:00 სთ, კულტურის სახლის ფოიე, - თვითნასწავლი ხობელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
13:00 სთ. კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზი - თოჯინების სპექტაკლი „სამი მეგობარი“.
29 დეკემბერი, 14:00 სთ. კულტურის სახლის ფოიე - წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება.
30 დეკემბერი, 18:00 სთ. ცენტრალური პარკი - კონცერტი.
ანიმატორების შოუ, ჯგუფი „ქიმერა“ და დრამერების შოუ, თოვლის ბაბუასთან ერთად. ფოიერვერკი.
31 დეკემბერი, 23:00 სთ, ცენტრალური პარკი, დიჯეი „--- კონცერტი. 24:00 სთ - ფოიერვერკი.
5 იანვარს, ქალაქ ხობში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.
⏱14:00 -19:00 საახალწლო ქარავანი. საშობაო ბაზრობა.
⏱14:00 – 17:30 თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები.
⏱14:30 – 16:15 ადგილობრივი შემსრულებლები.
⏱16:15 – 17:30 თოვლის ბაბუასთან ფოტოები და საჩუქრები.
⏱17:30 -19:00 კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და გელა გნოლიძის ბენდის მონაწილეობით.
⏱19:00 ფოიერვერკი.
December 23, 2021

კონკურსს „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება (EN)

კაჭრეთის ამბასადორში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში მონაწილეობდა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. პროექტის ხელმძღვანელი: ნინელი ხუხია და ლუკა კახიანი.
პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

December 23, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 5 იანვარს ხობში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება (EN)

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
გაიმართება კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და გელა გნოლიძის ბენდის მონაწილეობით.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართება.

</article>
            </div>
            <!-- news end -->

				
            <div class=

December 23, 2021

23 დეკემბერი მედიცინის მუშაკის დღეა! (EN)

December 21, 2021

ხობში სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა (EN)

21 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტმა სამეგრელოს რეგიონის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“, „განათლებისა და განვითარების ცენტრ თოლისკურის“ და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძეიბის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წევრები, სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოს რეგიონში, ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და სექტორთშორისი დიალოგის მხარდაჭერა.
December 16, 2021

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში (EN)

16 დეკემბერს, ქალაქ ხობში სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა პირველობამ მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, პოლიციისა და "ხობის კოლხეთის ვეტერანები"-ს გუნდები მონაწილეობენ.
ფინალური შეხბვვედრა 17 დეკემბერს, ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
December 16, 2021

კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში (EN)

10 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე , 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კობა შუბითიძის ხსოვნას.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი დაამარცხა.
ტურნირის ფინალს და დადაჯილდოების ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
December 15, 2021

ნუტი ლემონჯავას სახელობის ტურნირი (EN)

ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული ხობის მე-2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრას ნუტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ოგანიზებით განხორციელდა.
December 4, 2021

ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა (EN)

ობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში,მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 13057 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 9916 ათასი ლარი, გრანტები 2235 ათასი ლარი (აქედან: 235 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 906,3 ათასი ლარი. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ახალარჩეული მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები და ხობის ახალგაზრდული საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

December 4, 2021

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს. (EN)

December 3, 2021

მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა (EN)

3 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ შეროზიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და სიტყვა გადასცა საკრებულოს უხუცესს წევრს ვლადიმერ ქანთარიას. სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და თანამდებობის პირების არჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ იქნა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რის შემდეგ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლევან ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - მამუკა ქარდავა, ხოლო მოადგილედ გოჩა ქაჯაია. საკრებულოს პირველ სხდომაზე რეგისტრირებულ იქნა სამი ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე აკაკი მალანია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი და ფრაქცია „ხობი საქართელოსთვის“ თავმჯდომარე მალხაზ იოსავა. არჩეულ იქნენ ასევე ფრაქციების თავმჯომარის მოადგილეები.
სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარები: საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ - ბექა მამაცაშვილი, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ - მედეა თათარიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - ლევან ლიპარტია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - დოდო გაბუნია და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ვლადიმერ ქანთარია.
ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა, 36 წევრით, სადაც 12 მანდატი მაჟორიტარულ, ხოლო 24 პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერგოთ. აქედან, 21 მანდატი „ქართულმა ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“, 11 მანდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო 4 მანდატი „გახარია-საქართველოსთვის“ მოიპოვა.
2021 წლის 30 ოქტომბერს არჩეულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია:
1 ია ჯიშკარიანი.
2. გურიელ ქარდავა.
3. ლელა ადანაია.
4. მოგელი ხუხია
5. ზურაბი შამათავა
6. თამარი ქირია
7. ფელიქსი წურწუმია
8. ჯანსუღი ჯიშკარიანი
9. ნინო ბოკუჩავა
10. მალხაზი იოსავა
11. ირაკლი ზაქარაია
12. მაკა ჩარტია
13. ნუგზარი შუშანია
14. გოჩა ქაჯაია
15. მზია ლემონჯარია
16. მამუკა ქარდავა
17.აკაკი მალანია
18. მედეა თათარიშვილი
19.ვლადიმერ ქანთარია
20.ბექა მამაცაშვილი
21.ქეთევან კვირიკაშვილი
22.დიტო ხასია
23.ფრიდონი შონია
24. დოდო გაბუნია
25. ლევანი ქავთარაძე
26. ლევანი ლაშხია
27. ვეფხვია ფოცხორაია
28. ლევანი ლიპარტია
29. ფრიდონი კუკავა
30. გივი ლატარია
31. კობა გერგაია
32. აკაკი ხურცილავა
33. სერგო ბერაია
34. გიორგი გვასალია
35. ბადრი რიჟამაძე
36. ბექა ხარბედია
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეები, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.
December 2, 2021

განცხადება (EN)

2021 წლის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება 3 დეკემბრის 12 :00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი;
1. N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯ. შეროზიას მოხსენება.
2. „დროებითი სამანდატო კომისიის შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- სხდომის თავმჯდომარე)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
4. „დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებით საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშებისა და საარჩევნო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი -------------------------- სხდომის თავმჯდომარე)
6. „------------------------ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის გაანხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- საკრებულოს თავმჯდომარე)
8. „------------------------ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
9. „------------------------ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ/მოადგილეებად არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- საკრებულოს თავმჯდომარე)
11. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
13. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
14. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
15. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)
16. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე)]
17. „------------------------- ხობის მუნიციპალიტეტის იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
18. „------------------------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
19. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
20. „------------------------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
21. „------------------------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი - -------------------------- დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე)
  • <<
  • <
  • ...
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By