9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერმა დავით ბუკიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ანსამბლი „კოლხეთი” და მოსწავლეთა ცენტრის ბავშვები ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მისი სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.