28 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის ,,მარებელის“ ჩვენება.
სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.