12 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება თერაპევტმა, კარდიოლოგმა და პედიატრმა ჩაუტარა.
უფასო სამედიცინო აქცია პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.