ქალაქ ხობში რუსთაველის, აღმაშენებლის, კოსტავასა და სამეგრელოს ქუჩებზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 322,145 ლარია და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
სანიაღვრე არხები ეწყობა ასევე ვეკუას, გოგებაშვილისა და ც. დადიანის ქუჩებზეც, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 71.000 ლარია და მას შპს „აფო“ ახორციელებს, პროექტის შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ხობში კობა თუთბერიძემ დაათვალიერეს.