ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიმდინარეობს ეზოებთან მისასვლელ სანიაღვრე არხებზე ხიდ-ბოგირების მოწყობითი სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 36,2 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაობს შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და მერის წარმომადგენელი ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა თუთბერიძე გაეცნენ.