2 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში ბიჭუნათა შორის.
სპორტულ ღონისძიებაში ხობის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდი მონაწილეობს .ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი ესწრებოდნენ.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები 12აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.