28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც განხორციელდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცდა გადასახადის ამოღების ინსტრუქცია და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში.
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც მერიის 2 სტრუქტურულ ერთეულში და საკრებულოს აპარატში განხორციელდა თანამდებობათა
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსადენი სისტემის მოვლა-პატრონობასა და მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საპრივატიზებოდ დამტკიცდა გაღმა საჯიჯაოს ხიდის დემონტაჟის, საჯიჯაოს საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რემონტისა და ხობის კინოთეატრის შენობის სახურავის დემონტაჟის შედეგად მიღებული შავი ლითონი ჯართი, რომლის წონა შეადგენს 4 ტონასა და 800 კგ-ს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.