ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტ კომპლექსში ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს „ნატოს თასის“ გათამაშება მინი- ფეხბურთში, რომელშიც სამეგრელო -ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
27 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა ფოთის მერიის გუნდთან და აგრძელებს დაძაბულ შეჯიბრში ასპარეზობას.
სპორტული ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.