• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ნოემბერი 18, 2016

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ერთ-ერთი დემოკრატიული და წარმატებული პარლამენტის დაკომპლექტებას

დღეს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ერთ-ერთი დემოკრატიული და წარმატებული პარლამენტის დაკომპლექტებას, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ჩვენს ხობელ და ზუგდიდელ ამომრჩეველს ამ დიდი ნდობისთვის. ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტში ჰყავს ორი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან ბატონი გიგა ბუკია და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ბატონი ირაკლი (დაჩი) ბერაია, გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ თითოეული ხობელის სათქმელს იტყვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. 
ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩვენს გუნდს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.

ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ნოემბერი 16, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის მიერ, 2016 წლის 14 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის და 2018-2020 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, რის შემდგომაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში დაიწყო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge  ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).

საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.

წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2016 წლის 25 ნოემბრამდე შუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi@khobi-sakrebulo.ge

ნოემბერი 14, 2016

ქვემო ქვალონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, დღეიდან რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ელოდება...საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახრე ჩოკორაია, ქვემო ქვალონის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი ტარიელ ალექსანდრია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთდ დაესწრნენ.

აღნიშნულ შენობაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგო ლამინირებული პარკეტი, შენობის პირველ სართულზე კიბის უჯრედის იატაკისა და კიბის ბაქნები კერამიკო ხაოიანი ფილებით მოეწყო, ასევე შესრულებულ იქნა სამღებრო სამუშაოები, მოეწყო სველი წერტილები და სათამაშო მოედანი, განხორციელდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სამუშაოები ინდმეწარმე დათო ადამიამ განახორციელა.
2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს.

ნოემბერი 11, 2016

ხობში აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა

11 ნოემბერს ქ. ხობში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ლეიკემიით დაავადებული პაცინეტებისთვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში დახმარების მსურველებმა სისხლი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლებს ჩააბარეს.
საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. 
თქვენს მიერ გაღებული სისხლით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. 400 მგ. სისხლისგან, რომელსაც თქვენ აბარებთ, მზადდება სამი კომპონენტი . ესენია: ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა და თრომბოციტული მასა.
სისხლის დონორობა უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის. დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე, თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია. სისხლის ჩაბარების პროცედურა ძალიან მარტივია, სულ რაღაც 10 წუთი და თქვენ უკვე დონორი ხართ. ამასთანავე აქციაში მონაწილე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, სისხლის საერთო ანალიზი, აივ ინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B და სიფილისი.
აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ქ. ხობში დღის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ნოემბერი 7, 2016

სამ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

7 ნოემბერს, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ სამ სტრუქტურულ ერთეულში (ჭალადიდის, შავღელეს და ზუბის საბავშვო ბაღები) სასწავლო პროცესი დაიწყო. შავღელეს ბაღში გაფართოვდა სამედიცინო ოთახი; ჭალადიდის ბაღში მოწესრიგდა წყლის სისტემა, სამზარეულო და სურსათის შესანახი ოთახი; ზუბის საბავშვო ბაღში შეკეთდა სამზარეულო, სამეცადინო და საძინებელი ოთახები. საბავშვო ბაღებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ნოემბერი 4, 2016

საბავშო ბაღებში „შემოდგომის ზეიმი“

4 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, შესრულდა ლექსები, სიმღერები, სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები.

ნოემბერი 3, 2016

ტრენინგი იმუნიზაციის მართვის წესების შესახებ

3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხობის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისათვის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის N 01-57/წ ბრძანების („პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“) შესრულებაზე. ტრენინგს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და ჯანდაცვის პირველადი რგოლების სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა.

ნოემბერი 1, 2016

გამგებელი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

1 ნოემბერს ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიში შეეხებოდა 2016 წელს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე სოციალურ-ეკონომოკურ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ, სკოლამდელი აღზრდის და განათლების სფეროებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მზარდ ტენდენციას, რომელიც აისახა კონკრეტული ციფრებით და გამოვლინდა წარმატებით განხორციელებული პროექტების სახით. გამგებელმა ანგარიშით წარდგენის შემდეგ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობა შემდეგ წლებშიც აქტიურად იმუშავებს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ოქტომბერი 31, 2016

ც ჰეპატიტის სკრინინგული კვლევები

31 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიებისათვის ც ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის შემდეგ, გადამზადებულმა სოფლის ექიმებმა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების სპეციალისტებთან ერთად მოსახლეობის სკრინინგული კვლევა ც ჰეპატიტზე მარტივი ტესტირების მეთოდით ადგილზე ჩაატარეს. უახლოეს დღეებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში“ დაიწყება მოსახლეობის ც ჰეპატიტზე გამოკვლევები.

ოქტომბერი 28, 2016

ბილიარდის ტურნირმა სტარტი აიღო.

28 ოქტომბერს კინოთეატრ ,,თუთარჩელას" ბილიარდის დარბაზში სტარტი აიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ღია პირველობამ ბილიარდის ორ სახეობაში ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა".ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 32 მობილარდე მონაწილეობს, (მწვრთნელ-მასწავლებელი ლერი ბასილაია). ფინალური შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება.

ოქტომბერი 28, 2016

საბავშვო ბაღებს ტექნიკა გადაეცათა

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაღებისათვის შესყიდულ იქნა 21 600 ლარის ღირებულების ტექნიკა. შესყიდული საქონელი (გაზქურები, სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები, ელექტრო ხორცსაკეპი მანქანები) 29 საბავშვო ბაღში გადანაწილდა.

ოქტომბერი 27, 2016

საკრებულოს სხდომა

27 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. 
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, რომელშიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სადამფუძნებლო განკარგულებებში განხორციელდა ცვლილები და ძალადაკარგულად გამოცხადდა მათი წესდებები, ხოლო შესაბამისი ჩანაწერით ეს უფლებამოსილება მიენიჭა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 12891.7 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 13663.4 ათასი ლარი. 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 78.8 %-ით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ოქტომბერი 27, 2016

კომისიების სხდომები

27 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო სარევიზიო საკითხთა,იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიების სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.

ოქტომბერი 26, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 27 ოქტომბერს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 

სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის     ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

 

2. ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - სექტემბრის შესრულების ანგარიშის მოსმენა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

ოქტომბერი 26, 2016

ბიუროს სხდომა

26 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 18 ოქტომბრის N04/2656 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - სექტემბრის შესრულების ანგარიში);

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 

კომისიის თავმჯდომარე);

 

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 ოქტომბრის N03/2729 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).

(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის      უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

  • <<
  • <
  • ...
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By