24 მაისს თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა სემინარი - „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“.
სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ვიცე - პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
შეხვედრაზე დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცისთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზალიბერალიზაციაზე და ევროპა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე.
ღონისძიება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა.