ბელგრადში გამართულ ჭაბუკთა შორის ევროპის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრმა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა დავით გვასალიამ. ხობელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, რუსი ანდრეი ნიკიტინიხი, 3:19 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-2 დაამარცხა და 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ხობელ სპორტსმენს წარმატებას.