• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აგვისტო 12, 2016

სპორტული ღონისძიებები ცოტნეობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში ცოტნეობის დღესასწაულზე ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა ლელობურთში, სადაც ერთმანეთს პატარა ფოთისა და ახალი ხიბულის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფინალური შეხვედრა სადაც გამარჯვება და პირველი ადგილი პატარა ფოთის ნაკრება გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ახალმა ხიბულა გავიდა ხოლო მესამე ადგილის მფლობელი თორსა-დღვაბის გუნდი გახდა.

ასევე საინტერესოდ წარიმართა რეგიონის პირველობა ლელობურთში ხობის, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქ ფოთის გუნდების მონაწილეობით. რეგიონული პირველობის გამარჯვებული ფოთელები გახდნენ, რომელთაც ფინალურ შეხვედრაში ხობელი ახალგაზრდები ანგარიშით, 7-4 დაამარცხეს, მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის მიერ დაწესებული თასები, მედლები, სიგელები, ფორმები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში.
ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში:
I ადგილი

45 კგ. წონით კატეგორიაში - თემურ კუპრაძე;

52 კგ. წონით კატეგორიაში - ამირან ხელაია;

60 კგ. წონით კატეგორიაში - ბაკურ ბახტაძე;

66 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა ღურწკაია;

74 კგ. წონით კატეგორიაში - არჩილ ლიპარტია;

80 კგ. წონით კატეგორიაში - ლევან გვარამია;

84+ კგ. წონით კატეგორიაში - ვახტანგ კემულარია.

გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში გამარჯვებული მალხაზ იოსავა გახდა, მეორე ადგილი ლაშა ვართაგავამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გრიგოლ თოდუა გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონარდეებს ფასიანი საჩუქრები (ნარდი) და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 
ტურნირის გამარჯვებული გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ხობის მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ პირველობაზე ჭადრაკში.
I ადგილი - ბადრი ლომაია;

II ადგილი - გიორგი ლატარია;

III ადგილი - რომანოზ ჯგერენაია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკია, გენერალმა გიორგი სურმავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დააჯილდოვეს.

აგვისტო 12, 2016

ხობში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნება

12 აგვისტოს ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვას ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შერკინებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დათქვეს შეკრების ადგილი და ცოტნე და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ.
როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით კოხტასთავს და შეიტყო მომხდარი, დაითხოვა ლაშქარი და ორი კაცის თანხლებით გაეშურა იქით, სადაც სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები ეგულებოდა - თვითონვე შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. მონღოლთა კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი, ცოტნემ უპასუხა, რომ ქართველ დიდებულთა შეკრების მიზეზი მხოლოდ ხარკის გადახდის შესახებ ბჭობა იყო, ხოლო თუ ისინი ამის გულისთვის სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ, მასაც ეკუთვნოდა ეს სიკვდილი: „უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - დასძინა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს.
წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანი წმინდანად იქნა შერაცხული. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.

აგვისტო 12, 2016

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტომ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო. 
გეგმა-გრაფიკის მიხედვით წიგნების დარიგება ყველა რეგიონში განხორციელდება, ამ ეტაპზე წიგნების დარიგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, უხლოეს მომავალში კი დაგეგმილია დარჩენილი სახელმძღვანელოების მიწოდებაც.

აგვისტო 12, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ცოტნეობას.

აგვისტო 11, 2016

პროექტი „გენეტიკური ვარიაცია საქართველოში“

11 აგვისტოს, „გენეტიკური ვარიაცია საქართველოში-მასალები კავკასიის ისტორიისთვის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში კვლევას, აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორი თეოდორ შური, ისტორიისა და სოციალურ მაცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორი არამ იარდუმიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ შენგელია და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი დავით ჭითანავა აწარმოებდნენ. 
გენეტიკური კვლევა დღეს ქ. ხობში, ხეთისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავს მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მიგრაციული მარშრუტების შესახებ, რომლითაც ადრეული ეპოქის ადამიანები გადაადგილდებოდნენ დედამიწის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. კვლევის მიხედვით დადგინდება ის დრო და პროცესი, როცა ადამიანები შევიდნენ კავკასიის ტერიტორიაზე და დასახლდნენ საქართველოს ამა თუ იმ მხარეში. კვლევის პროცესში ამ კითხვებს პასუხი ადამიანის დნმ-ს და გენეტიკური კოდების შესწავლით გაეცემა.

აგვისტო 10, 2016

მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკსა და ნარდში

10 აგვისტოს, კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში სტარტი აიღო, გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ნარდში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 64 მონარდე მონაწილეობს. ასევე საჭადრაკო კლუბ „ლაზიერში“ დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. საჭადრაკო ღონისძიება, რომელშიც 10 მოყვარული მოჭადრაკე მონაწილეობს, შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად გაიმართება. 
სპორტული ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები ნარდსა და ჭადრაკში, 12 აგვისტოს, „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიებები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აგვისტო 9, 2016

ხობელ გოგონათა გამარჯვება საფეხბურთო ტურნირზე

9 აგვისტოს, გორში, ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ გოგონათა გუნდი (მწვრთნელი ზურაბ ლატარია) გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გორის გუნდი, ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნეტმა ლევან კობიაშვილმა ფინალისტები დააჯილდოვა და მონაწილე გუნდებს საჩუქრები გადასცა.

აგვისტო 9, 2016

2016 წლის „ცოტნეობის“ პროგრამა

12 აგვისტო 2016 წელი

9.00 – 12 სთ.

წირვა ხობის ღვთისმშობლის მიძინების

სახელობის ტაძარში.

10.00 – 14.00სთ

ხობის ცენტრალური სტადიონი

მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში;

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის

პირველობა ლელობურთში

11.00 – 14.00სთ

პირველობა ქართულ ჭიდაობაში.

(საჭიდაო მანეჟი)

კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი

გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში;

მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში;

შეჯიბრი მკლავჭიდში.

14.00 სთ-დან

კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი.

ფაცხები, მეგრული სამზარეულო, ეთნო და

არქეოლოგიური კუთხეები, გამოფენები.

„ცოტნეობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება.

საპატიო ხობელობის მინიჭების ცერემონიალი

და „ცოტნეობისადმი“ მიძღვნილ სპორტულ

შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონცერტი

ანსამბლი „ქართული ხმები“,

ანრი ჯოხაძე, სოფო ბედია,

ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და

ინდივიდუალური შემსრულებლები

აგვისტო 8, 2016

საგვიჩიოში დასრულდა კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სენაკის მორე ქვეითი ბრიგადისა და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება და შესაბამისად კობა შუბითიძის გარდამავალი თასი სენაკის მორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. 
ფინალურ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცეპოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკი მალხაზ კიკნაველიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი რევაზ გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.

აგვისტო 8, 2016

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის N38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აგვისტო 8, 2016

დასრულდა გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი

8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის მინი სტადიონზე, გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი მინიფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქალაქ ხობისა და ხეთის ფეხბურთელთა გუნდები, შეხვედრა ხობელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და პრიზები გადაეცათ. 
ფინალურ მატჩს გ. ჭითანავასა და ლ. ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

აგვისტო 8, 2016

8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას ხობში პატივი მიაგეს

8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ აგვისტოს ომში დაღუპული ხობელი გმირების გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 9 ხობელი გმირის ხსოვნის პატივსაცემად სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია, დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა.
ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმა იაკობ სურმავამ გადაიხადა.

აგვისტო 5, 2016

ოთარ დანელიამ ჭალადიდში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს გაეთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ანგულ მიქავასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე ხიდების მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 940 000 ლარია.

აგვისტო 5, 2016

საკრებულოს სხდომა

5 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება გახდა, როგორც ცნობილია ბიუჯეტში შემოსავლები 517 ათასი ლარით იზრდება, რაც დამატებით ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ თანხიდან მოხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, ერთ-ერთი პრობლემა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბონდის ხიდია, რომელიც ამორტიზირებულია, როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციისთვის 250 ათასი ლარია გამოყოფილი, ასევე ერთ-ერთი პრობლემა ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში სასაფლაომდე მისასვლელი გზაა, როგორც სხდომაზე გაირკვა აღნიშნული გზის ბეტონის საფარით მოწყობისთვის 180 ათასი ლარი გაიხარჯება.
სხდომაზე შემდეგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის მიხედვითაც გამგეობის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ხობის ტერიტორიაზე სხვადასხვა საგზაო ნიშნების განთავსება. აღნიშნული საგზაო ნიშნების განთავსებით დაკმაყოფილებული იქნება ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების თაობაზე. ასევე მომდენო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს 2016 წლის 8 ოქტომბერის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის N38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 27 ივლისის სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების თანახმად, დამატებით საარჩევნო სუბიექტებისთვის განისაზღვრა 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სააგიტაციო მასალების ქალაქ ხობში არსებულ სტენდებზე განსათავსებელი საარჩევნო პლაკატების რაოდენობა და ზომა, კერძოდ პლაკატების რაოდენობა არაუმეტეს 3 ერთეულისა და ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ. 
განკარგულების პროექტით „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შემდგომ, ცენტრის ბაზაზე არსებული ავტოსკოლის შენარჩუნების მიზნით, ავტოსკოლა სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრს. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აგვისტო 5, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 5 აგვისტოს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში

  • <<
  • <
  • ...
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By