მიმდინარე წლის 20 მარტს პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების მონასტერთან არსებული წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრში, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით კავშირ „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელმა პაატა გაჩეჩილაძემ, სასულიერო პირებსა და საჯარო მოხელეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „სახელმწიფო და რელიგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, რომელიც მოიცავდა მასალებს ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მოდელებსა და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.