6 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ქვემო ქვალონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ სოფელში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების, მილხიდებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა, რის შემდეგადაც განხორციელდება ტერიტორიის ასფალტის საფარით მოწყობა.