6-12 მარტს, ქ. ხობში საჭადრაკო კლუბ „ლაზიერში“ კლუბის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული 11 წლის ანრი ჯგერენაიას სახელობის რიგით მესამე ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც 8 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. გამარჯვებული მოჭადრაკეები სიგელებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.