• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივნისი 6, 2016

ღია საუბრები ღია სივრცეში

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით შედგა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან სახელწოდებით „ღია საუბრები ღია სივრცეში“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამშრომლებმა, ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონალურმა მენეჯერმა ელენე დარასელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა „ახალგაზრდული ხმები“ ლაშა კვიკვინიას ხელმძღვანელობით. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ახალგაზრდებისგან გაეგოთ აზრი იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უპირატეს გადაწყვეტას მოითხოვს. „ჩვენ გვქონდა გულღია საუბრები ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმები, მოვისმინეთ მათი შეხედულებები. აღმოჩნდა რომ გვაქვს ბევრი საერთო შეხების წერტილები. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ უფრო მაშტაბური ხასიათის შეხვედრა გავმართოთ ახალგაზრდებთან რათა უფრო მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს მათთან და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში“ - აღნიშნა ედიშერ ჯობავამ. დასასრულს ახალგაზრდული საკრებულოს წევრების მხრიდან დაისვა მათთვის საინტერესო კითხვები, რაზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები.
 
 
 
ივნისი 6, 2016

ქვესადგურ ხორგას მშენებლობა დასრულდა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტი 2015 წლის ივლისში დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც გააძლიერა დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კვანძი „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“. 

პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens“-ი აწარმოებდა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, პერსპექტივაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებიდან ახალი სიმძლავრეების გატარებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. 

„მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის ბუნებრივ რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება. ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი, დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ეს საწინდარია ქვეყნის სწრაფად ფეხზე დადგომის, ეს ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოების. მსგავსი პროექტების დახმარებით და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მეგობრების თუ პარტნიორების თანადგომით და თანამშრომლობით, სულ მალე ვიქნებით ისეთი ქვეყნის შემოქმედები, როგორისკენაც ათეული წლებია ილტვის თითოეული ჩვენგანი”-განაცხადა კახა კალაძემ.

“მინდა აღვნიშნო, რომ ქვესადგურის მშენებლობა განხორციელდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად. ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა მიზნად ისახავს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას. მათ შორის, მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: ,,მარნეული 500“-ის და ,,ქსანი 500“-ის აგრეთვე, ,,ახალციხე-ბათუმის“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელს ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა. ახალი ენერგოობიექტები ხელს შეუწყობს საიმედო, ევროპული ტიპის ელექტროგადამცემი ქსელის შექმნას, ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გაზრდის ეკონომიკას” -განაცხადა სულხან ზუმბურიძემ და განსაკუთრებული მადლობა გვერდში დგომისათვის, მხარის გუბერნატორს ლევან შონიას გადაუხადა. ზუმბაძის განცხადებით, გუბერნატორი აქტიურად ჩართულია და მათ გვერდით დგას არამარტო „ხორგას“, არამედ სხვა პროექტების განხორციელების დროს.

ივნისი 5, 2016

რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში

4-5 ივნისს, დაბა მესტიაში გაიმართა ლერი ნაკანის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზეს
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ძიუდოისტებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია) და სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ.
I ადგილი - ირაკლი შერყილაძე (56 კგ. წონითი კატეგორია);
II ადგილი - არჩილ ცქიტიშვილი (მძიმე წონა);
III ადგილი - იოანე ცქიტიშვილი (81 კგ. წონითი კატეგორია).
გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
 
 
 
 
 
 
ივნისი 3, 2016

შეხვედრა მობილური ექსტენცია რეგიონებში პროექტის ფარგლებში

3 ივნისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, „მობილური ექსტენცია რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო სახის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე ფერმერებს კონსულტაცია გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: 
1. მესაქონლეობა : ვეტერინარიის საკითხები, ჯიშთა გაუმჯობესება, საქონლის გამოკვება; 
2. თხილის მავნებლები და მათთან ბრძოლა, სუბტროპიკული კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა; 
3. მეფუტკრეობა: ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდები. დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. 
ასევე, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე. მონაწილეებს დაურიგდათ გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
გასვლითი ტურები პერიოდულად საქართველოს ყველა რეგიონში იმართება და მისი მიზანია საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება.

ივნისი 3, 2016

ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრიივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულია, აღნიშნულ შენობაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგო ლამინირებული პარკეტი, შენობის პირველ სართულზე კიბის უჯრედის იატაკისა და კიბის ბაქნები კერამიკო ხაოიანი ფილებით მოეწყო, ასევე შესრულებულ იქნა სამღებრო სამუშაოები, მოეწყო სველი წერტილები, განხორციელდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რის შემდეგაც შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ინდმეწარმე დათო ადამია.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ქვემო ქვალონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა ტარიელ ალექსანდრიამ ერთობლივად დაათვალიერეს.

ივნისი 3, 2016

ნორჩ კლასიკოსთა წარმატება

2 ივნისს, ჭიათურაში გამართა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის რაიდი აბრამიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა.
I ადგილი - დავით გვასალია (32 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - ირაკლი ნაკაშია (53 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - გოგა პერტახია (59 კგ. წონით კატეგორია);
I I ადგილი - მალხაზ წოწერია (53 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - მიხეილ ალექსანდრია (32 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - მურად გოგილავა (42 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - თემურ გოგოხია (74 კგ. წონით კატეგორია);
გამარჯვებულ და პრიზიორ ნორჩ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ივნისი 2, 2016

„ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი ხობში

2 ივნისს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - „ახალგაზრდული ხმების“ (ხელმძღვანელი ლაშა კვიკვინია) კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ქართული და უცხოური სიმღერები და მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. ასევე, ადგილობრივი მსმენელის წინაშე „ახალგაზრდული ხმების“ წევრებთან ერთად მუსიკალური ბენდი „Under 7“ წარსდგა.
„ახალგაზრდული ხმების“ კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

ივნისი 2, 2016

ხობში სპორტული ტრენაჟორების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ქ. ხობში, ახალგაზრდულ ცენტრ „თუთარჩელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სპორტული ტრენაჟორების ღია სავარჯიშო მოედანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქვაფენილები, დამონტაჟდება რვა სპორტული ტრენაჟორი, მათ შორის ორი შშმ პირებისთვის, შესაბამისი სპეციალური სავარჯიშო ზონის მოწყობით.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ენ ემ ემ“ ჯგუფი და შპს „ბერიკონი 404“ თანაპარტნიორობით ახორცილებენ.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ დაათვალიერეს.

ივნისი 2, 2016

ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია.
საქართველოს მასშტაბით 66 მთავარ რეგიონალურ ბიბლიოთეკას, მათ შორის, ქალაქ ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა სპეციალური ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც, 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას განხორციელდა ფესტივალზე წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ლიტერატურის შეძენა.
ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს უახლოეს დღეებში ფესტივალის ფარგლებში შეძენილი სამეცნიერო, მხატვრული, დოკუმენტური და სხვა სახის ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ივნისი 2, 2016

2 ივნისი საქართველოს პოლიციის დღეა

2 ივნისი საქართველოს პოლიციის დღეა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ პროფესიულ დღეს, მათ შორის შსს ხობის რაიონული სამმართველოს პოლიციელებს! თქვენ ეწევით ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას, თქვენ იცავთ სახელმწიფოებრივ წესრიგს და დგახართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ამიტომაც იმსახურებს თქვენი საქმიანობა უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას! პატივს მივაგებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს, გამარჯვებებს პროფესიული მოვალეობის შესრულების საქმიანობაში და კეთილდღეობას პირად ოჯახურ ცხოვრებაში!

ივნისი 1, 2016

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვის წრის აღსაზრდელებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა ხობელ პატარებთან ერთად მოსწავლეთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი ათასფრად მოხატეს. ანიმაციის განვითარების ფონდმა, ფესტივალ ,,ექოთოფუზის" ორგანიზატორებთან ერთად ხობელი პატარებისთვის კოსტუმირებული მსვლელობა და ანიმაციური ფილმების ჩვენება მოაწყვეს. კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი სახელწოდებით „ეს ჩვენი ბავშვობაა“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა. დასასრულს კი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ პატარებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და კონკურსის „ოქროს თაობა“ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადასცეს.

ივნისი 1, 2016

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის, პირველი მაისისა და ხამისკურის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ასევე გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსაც.

ივნისი 1, 2016

დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III

1 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში შეხვედრა-ტრენინგი მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის“ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის და შპს „ხობი განათება და დასუფთავების“ თანამშრომლებს შეხვდნენ. 
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ ქიმიკატები, ქლორი) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრაზე, ასევე, დეტალურად განიხილეს ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები.

ივნისი 1, 2016

გილოცავთ ნინოობას

პირველ ივნისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია მოციქულთასწორის და ქართველთა განმანათლებელის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ნინოობას, მრავლს დაესწარით.

ივნისი 1, 2016

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს და უსურვებს მათ ღირსეულ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.

  • <<
  • <
  • ...
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By