30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საახალწლო-საშობაო ზეიმი გაიმართა. ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა ქაჯაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს საზოგადოებას და წარმატებები უსურვეს მათ.საღამო ანსამბლ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.