27 დეკემბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა და განასახიერეს ზღაპრის გმირები. ფიფქიებმა და თოვლის ბაბუებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.