29 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კონცერტი - სახელწოდებით „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. მაყურებლის წინაშე, ადგილობრივი საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები, აღსაზრდელები, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მოსწავლეები, ქართული და უცხოური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.