2016 წლის 27 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში გაიმართა კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპზე გადასული 13 კანდიდატიდან (16 განაცხადი), გასაუბრებაზე გამოცხადდა 5 კანდიდატი (6 განაცხადი). საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.