ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელი გოჩა ქაჯაია ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, მარტოხელა შალიკო ლატარიას ოჯახს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. შალიკო ლატარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისათვის და აღნიშნა, რომ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოხვამეკარის გზაზე ბეტონის საფარის დაგება წინგადადგმული ნაბიჯია დასახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საქმეში.