ქ. ხობის ცენტრში ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად მოსახლეობას შეხვდა, მათგან მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ და მათ აღუთქვა საკითხის დროული და უმტკივნეულოდ მოგვარება. დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა- ახალი წელი და კეთილდღეობა უსურვეს მათ.