• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 5, 2016

ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდა საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ღია პირველობა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ თბილისის, აბაშის, სენაკის, ძველი სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობისა და საჯიჯაოს სპორტსკოლების ნორჩი მოჭიდავეები.
შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სპეციალური მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დეკემბერი 4, 2016

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს გილოცავთ

დეკემბერი 3, 2016

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დეკემბერი 1, 2016

1 დეკემბერი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა

1 დეკემბერი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის ჯანდაცვის ცენტრის თანამშომლების მიერ საინფორმაციო სახის შეხვედრა ქ. ხობის საერო სკოლა „არეას“ თანამშრომლებთან და მაღალკლასელებთან ჩატარდა. 
სკოლაში ჩატარებული ღონისძიების მიზანი იყო აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რამდენად საჭიროა და აუცილებელი მეტი ინფორმაცია - მეტი უსაფრთხოება ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის.

ნოემბერი 30, 2016

ხობის გამგეობაში საჯარო განხილვა გაიმართა

30 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზნით, ინიციატორთა ჯგუფმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიის მოთხოვნით მოეწყო განხილვა და მოსახლეობის აზრთა გამოკითხვა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ნოემბერი 28, 2016

ხობელ მოჭიდავეთა წარმატება რესპუბლიკურ ტურნირზე

25-26-27 ნოემბერს, თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა, დამსახურებული მწვრთნელების: ლევან ქავთარაძისა და შაქრო ბერძენიშვილის სახელობის მეოთხე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები: ა. ხუნჯუა, ს. გვასალია, ბ. ბუკია). I ადგილი - დავით გვასალია, 35 კგ. წონით კატეგორია; II ადგილი - მიხეილ ალექსანდრია, 35 კგ. წონით კატეგორია; II ადგილი - გოგა გაბისონია, 47 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - მალხაზ კვარაცხელია, 29 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - მაცი ზარანდია, 29 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - ლუკა ფარცვანია, 32 კგ. წონით კატეგორია; გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ ნორჩ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. შეჯიბრის ორგანიზატორებმა გამარჯვებული მოჭიდავეები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ნოემბერი 24, 2016

2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა.

24 ნოემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ წარუდგინა რომელმაც განმარტა, რომ 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 6633,8 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 6000,0 ათასი ლარი, გრანტები 220.0 ათასი ლარი (აქედან: 220,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერიდელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 413.8 ათასი ლარი. 
მან ისაუბრა ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.
განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მათ ისაუბრეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე.

დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები.

ნოემბერი 23, 2016

დასრულდა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში

23 ნოემბერს, ქალაქ ხობში, საბილიარდე კლუბ „მიხეილში“, დასრულდა, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ბილიარდში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე. ტურნირში 40 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულები ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ გამოვლინდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მობილიარდეებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების ფინალურ შეხვედრებს და დაჯილდოების ცერემონიას, მიხეილ იოსავას მამასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
ტურნირი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

„პული“
I ადგილი - გიორგი მირცხულავა;
II ადგილი - გიორგი ჩარტია;
III ადგილი - ლუკა საჯაია.

„თავისუფალი პირამიდა“
I ადგილი - ედიკა კვიკვინია;
II ადგილი - სანდრო ჩიტაია;
III ადგილი - ოთარ სახურია.

ნოემბერი 23, 2016

გილოცავთ გიორგობას

ნოემბერი 22, 2016

ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ხობში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს, დაზიანებული ხეებისგან იწმინდება ქუჩები და პარკები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია ამ დრომდე მუშაობს, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს. ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლისა და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა უკვე მიმდინარეობს, დაზარალებულ ოჯახებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.

ნოემბერი 22, 2016

საკრებულოს სხდომა

22 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის მუხლი „საოპერაციო თანხების ნაწილობრივი დაფინანსება“ გაიზარდა 65 000 ათასი ლარით და განისაზღვრა 115000 ლარით, რაც გამგეობის განმარტებით განპირობებულია, ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების მხრიდან საოპერაციო, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით. აღნიშნულ პროგრამაში ასევე გაიზარდა მუხლი „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევების დაფინანსება“ და განისაზღვრება 39050 ლარით. შემოსული განცხადებებიდან გამომდინარე სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებზე წყლის ხარჯის ანაზღაურების მუხლში გამოყოფილი თანხაც ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა, გამგეობის განმარტებით და აღნიშნული მუხლი განისაზღვრება 8800 ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ადგილობრივ ბიუჯეტში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილება: იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები მუხლიდან „საშემოსავლო გადასახადი“ 530.0 ათასი ლარით და მუხლიდან „პროცენტები“ 100.0 ათასი ლარით. მცირდება ბიუჯეტში გადასახდელები 195.0 ათასი ლარით, კერძოდ, პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებები. გამონთავისუფლებული და შემოსავლების ზრდით მიღებული, სულ 825.0 ათასი ლარი, მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: 788.0 ათასი ლარი - პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, ანუ შემოსულობების გეგმა გაიზარდა 630,0 ათასი ლარით და შეადგინა 13521,7 ათასი ლარი.
სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს ყოფილი ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ სახელწოდების ცვლილების თაობაზე განკარგულება, რომლის თანახმადაც, ფრაქცია დარეგისტრირდა ახალი სახელწოდებით „თავისუფალი მოქალაქეები“. 
სხდომაზე გამგეობის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას და რომლის საფუძველზეც 2017 წლისთვის დაგეგმილია 58 მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ნოემბერი 22, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 22 ნოემბერს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N42 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,ვეტერანთა, ლტოლვილთა 
და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავჯდომარე);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

ნოემბერი 22, 2016

ბიუროს სხდომა

22 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 8 ნოემბრის N05/2900 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 14 ნოემბრის N05/2948 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის და 2018 – 2020 წლების ადგილობრივი პრიორიტეტების შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 14 ნოემბრის N05/2949 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი მოქალაქეების“ წევრის გ. ქაძანაიას 2016 წლის 18 ნოემბრის N536 განცხადების განხილვა (ფრაქციის სახელწოდებისა და წესდებაში ცვლილების შესახებ); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 21 ნოემბრის N04/3025 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 21 ნოემბრის N03/3028 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2016 წლის 21 ნოემბრის N03/3030 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ლ. შამათავას 2016 წლის 21 ნოემბრის N85/03 მოხსენებითი ბარათის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა 
დაცვის კომისიის თავჯდომარე).

ნოემბერი 22, 2016

კომისიების სხდომები

22 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.

ნოემბერი 19, 2016

სტარტი აიღი მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში

19 ნოემბერს, ქალაქ ხობში, სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე. ტირნირი ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 40 მობილიარდე იღებს მონაწილეობას. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საბილიარდე კლუბ „მიხეილის“ პრეზიდენტი შოთა სირაძე და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ დირექტორი ხათუნა ხორავა ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია, 23 ნოემბერს. მიხეილ იოსავას დაბადების დღეს გაიმართება. ტურნირი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.

  • <<
  • <
  • ...
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By