19 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 20 ივნისს გაიმართება.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.