15 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან და საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ტარიელ ალექსანდრიასთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მოსახლეობისგან მოისმინა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათთან ერთად განიხილა მათი გადაჭრის გზები.