• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივლისი 4, 2016

ხობში ამბულატორიული ცენტრი შპს „პულსი“ გაიხსნა

4 ივლისს, ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის N206-ში გაიხსნა ამბოლატორიული ცენტრი შპს „პულსი“, რომელიც მონაწილეობას იღებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი ამბოლატორიული გეგმის ფარგლებში. პაციენტებს მოემსახურებიან კვალიფიციური ექიმები, როგორც სახელმწიფო, ასევე შიდა სტანდარტებით.

ივლისი 1, 2016

საბავშვო ბაღებში ღონისძიება „გზა სკოლისაკენ“ დასრულდა

1 ივლისს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დასრულდა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით „გზა სკოლისაკენ“. ხობის N2, შუა ხორგისა და პირველი მაისის საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულიდან მალხაზ ლაგვილავა, საკრებულოს წევრი მერაბ ფილიპია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია და გამგებლის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მარინა ლაგვილავა. გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საკონცერტო ნომრები, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და სკოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვეს.

ივნისი 30, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

30 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: მათ შორის დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლებს დაევალათ ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უფლებამოსილი პირების განსაზღვრა და გამგეობის მოხელეებისთვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრება, კერძოდ: ცვლილებები შეეხება დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულებას. სხდომაზე ბოლო საკითხად ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის მიხედვითაც გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის საფუძველზე ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში საყოფაცხოვრებო შენობის მე-2 სართულზე მდებარე 12 კვ.მეტრი ფართის აუქციონის წესით გაიჯარება. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქციისას მიმდინარე დემონტაჟიდან მიღებულია დაახლოებით 130 ტონა მეორადი შავი ლითონის ჯართი, რომლის გარკვეული ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მეორად სამშენებლო მასალად და რომლის აუქციონის წესით გასხვისება ხორციელდება, ასევე აუქციონის წესით ხორციელდება პრივატიზება ორი ერთეული სატვირთო ავტომანქანა „ზილ 131“ და SAZ-35-07, რომელიც ამორტიზირებული და გამოუსადეგარია. აღნიშნული ავტომანქანები მუნიციპალიტეტს გადმოეცა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივნისი 30, 2016

ბიუროს სხდომა

30 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 28.06.2016 წლის №03/1516 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);


2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 29.06.2016 წლის №05/1528 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

ივნისი 30, 2016

კომისიების სხდომები

30 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.
ივნისი 29, 2016

N3 საბავშვო ბაღის ღონისძიება „გზა სკოლისაკენ“

29 ივნისს, ხობის N3 საბავშვო ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „გზა სკოლისაკენ“. გამოსაშვები ჯგუფის მიერ წარმოდგენილმა საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრებმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვეს მათ.

ივნისი 28, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

28 ივნისს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ადმინისტრაციული ერთეულების 32 წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას. 
ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 4 ივლისს გაიმართება.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ორგანიზატორი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია.

ივნისი 28, 2016

ხობელმა მოსწავლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გვანცა ბარბაქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ნახატებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსში გამარჯვებულ ხობელ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტური გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში გამოაცხადა. კონკურსი თემაზე „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.
სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალურმა ჟიურიმ 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ივნისი 27, 2016

შეხვედრა ევროპის ჩემპიონთან

27 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრსა და ევროპის ჩემპიონს ნუგზარ წურწუმიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლა მიულოცეს. ევროპის ჩემპიონმა ნ. წურწუმიამ და მწვრთნელებმა მ. ყორშიამ, ს. გვასალიამ და ბ. ბუკიამ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ივნისი 25, 2016

მარულა 2016 - სენაკში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“ დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ.
სენაკის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრებები გაიმართა ისეთ ტრადიოციულ სახეობებში როგორიცაა: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი. 
ღონისძიების დაწყებამდე გუბერნატორმა ლევან შონიამ პრემიერ-მინისტრის იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებული ფაცხები დათვალიერებინა, სადაც მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა. გაიმართა რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა.
ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ჩატარდა, შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონში ახალგზრდობის წლად გამოაცხადა.

ივნისი 25, 2016

შავღელეში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის „საზღვაო ჰოსპიტალის“ ექიმებმა გაუწიეს. 
მოსახლეობას კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის ექიმის მომსახურების მიღება, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. 
ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია შეხვდნენ.
„საზღვაო ჰოსპიტალის“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით მსგავსი აქცია ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განხორციელდება.

ივნისი 23, 2016

შეხვედრა ევროპის ჩემპიონებთან

23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონებს შეხვდნენ. გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ვილენ გაბრავამ, გოჩა სიჭინავამ, ანდრო ბუკიამ და მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ და 
გამგებელმა მკლავჭიდელებს სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი გააცნეს და მათ წარმატებები უსურვეს.

ივნისი 23, 2016

ხობში მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნეს

ხობში მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გარბენი. მარათონში რომელიც რეგიონის ოლიმპიური კომიტეტისა და ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა 20-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ თასი და სიგელები გადასცეს.

ივნისი 23, 2016

იწყება სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგების გავლა 1 ივლისიდან საქართველოს 8 რეგიონში იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტი - „საქმოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. 
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge . ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. 
ტრენინგების თემებია: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა.

სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

1. შაშიანი 
2. სართიჭალა 
3. გომი 
4. რუისი
5. ჭალადიდი
6. ხევი 
7. მანგლისი 
8. კოდა
9. ფოკა 
10. ნიგოითი 
11. ჯვარი 
12. შორაპანი
13. ყვარელწყალი
14. მუხაესტატე 
15. გეგუთი 
16. მეჯვრისხევი 
17. კაჭრეთი 
18. ხიდისთავი 
19. ნუკრიანი 
20. კორბოული 
21. ღორეშა 
22. კაზრეთი
23. შილდა 
24. ორსანტია 
25. ქვემო ნატანები 
26. კაბალი 
27. დაბა ლენტეხი
28. დაბა ჩაქვი
29. ხრეითი 
30. სადახლო
31. რუხი 
32. დიდი ჯიხაიში 
33. მარტყოფი

ივნისი 21, 2016

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (მწვრთ. ს. გვასალია). 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნ. წურწუმიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

  • <<
  • <
  • ...
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By