13 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში გამსახურდიას ქუჩაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი. აღნიშნულ ქუჩაზე 24 აბონენტისათვის 460 გრძივ მეტრზე წლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის შემდეგ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 239 ათას ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.