საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში 3600 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა წყალსაწრეტი არხები, ბეტონის ბორდიურები, მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.