10 თებერვალს ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის N1 საბავშვო ბაღს სტუმრობდნენ. დეპუტატმა
ახალრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს საკუთარი რეპერტუარით შეხვდნენ. დეპუტატმა აღმზრდელებსა და ბავშვებს მიულოცა ახალ გარემოში გადასვლა და მომავალი წარმატებები უსურვა მათ.