29 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 19 მაისის N33/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტების შესახებ);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 22 მაისის N04/1921 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ.ქაჯაიას 2017 წლის 22 მაისის N04/1922 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია -სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).