საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, სადაც უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობის წყალმა დაანგრია ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 150 მეტრიანი საფეხმავლო ბონდის ხიდი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.